Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

მიხეილ ჯავახიშვილი

ყველაზე მძვინვარე ახალგაზრდა ქვრივი დედაკაცია, მაგრამ მისი ვარამი მის ცხვირზედ უმოკლესია.

თურმე ერთი ფილოსოფოსი სასაფლაოზე გავიდა. ქვაზე ჩამოჯდა და ქვეყნის ამაოებაზე დაიწყო ფიქრი. უცებ ახლადმიყრილ მიწას მოჰკრა თვალი. ზედ კეკლუცი ქვრივი იჯდა და ნესტიან საფლავს მარაოს უქნევდა.

ფილოსოფოსი გაოცდა. შორიახლოს მოახლე იდგა. მივდა და ჰკითხა:
-"თქვენ ამ ქვრივის მოახლე ხომ არ ბრძანდებით?"
-"დიაღ, მოახლე გახლავართ".

-"გამაგებინეთ, თქვენი ჭირიმე, რას სჩადის თქვენი ქალბატონი?"
"წუხელის ქმარი მოუკვდა და ანდერძად ორი რამ დაუტოვა - პირველი: "მზის ჩასვლამდე დამასაფლავეო".

-"ეხლა ხომ დილაა!" - მიუგო ფილოსოფოსმა. - საღამომდე მაინც რატომ არ მოიცადა?"
-"ნუ ჩქარობთ, ეხლავე გაიგებთ. და მეორე: "სანამ საფლავზე მიწა გამიშრებოდეს, ნუ მიღალატებო".

-"ვერ გავიგე".
-"იქით გაიხედეთ და გაიგებთ".
გავიხედე და გავიგე: ბუჩქებს ახალგაზრდა ვაჟი ამოჰფარებოდა და ქვრივს უცდიდა, ქვრივი კი მზეს მიწის გაშრობაში მარაოთი შველოდა.

"ეხლავე გამითხარეთ ერთი საფლავი"! - უბრძანა ფილოსოფოსმა მესაფლავეს და ერთი საათის შემდეგ შიგ ჩაწვა და ხელი გამოიჭრა.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.