Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka1234 blog
საკურორტო ქალაქში, ჩამოვიდა მდიდარი ტურისტი.

შევიდა ერთ-ერთ პატარა, კერძო სასტუმროში, დაუტოვა სასტუმროს მმართველს 100$-იანი კუპიურა გირაოდ და ავიდა ნომრების დასათვარიელებლად.

სასტუმროს მეპატრონემ, დასტაცა 100$-იან კუპიურას ხელი და გაიქცა, ადგილობრივ ყასაბთან ვალის გასასტუმრებლად.
ყასაბმა გამოართვა სასტუმროს მეპატრონეს ფული და გაიქცა ფერმერთან ხორცის ვალის დასაბრუნებლად.

ფერმერმა, მომენტალურად სანტექნიკოსს დაუბრუნა ვალი.
სანტექნიკოსი ადგილობრივ მაღაზიაში შევიდა და პროდუქტების ვალი გადაიხადა.

მაღაზიის პატრონი იმ გოგონასთან გაიქცა, რომელიც "კრიზისის" გამო ვალზე ემსახურებოდა მას....

გოგონა გარბის სასტუმროს მეპატრონესთან და უბრუნებს ოთახების ვალს, რომელიც მან ცოტახნის წინ ვალად დაიქირავა თავისი კლიენტებისათვის.

ზუსტად ამ მომენტში უკან ბრუნდება მდიდარი ტურისტი და სასტუმროს მეპატრონეს ეუბნება, რომ ვერ ნახა თავის მოსაწონი ოთახი ამ სასტუმროში, უკან ართმევს თავის გირაოდ დატოვებულ 100$-იან კუპიურას და მიდის თავის გზაზე.

აი, ასე... არავის არაფერი არ მიუღია, მაგრამ უკვე მთელი ქალაქი ვალის გარეშე ცხოვრობს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline eka1234
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.