Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka1234 blog

მერე რა

მერე რა, თუ ცოტა მოვიწყინე,

ცოტაც თუ ცრემლები მომერია,
გულით ღიმილიანს სადღა ნახავ,
აბა ბედნიერი რომელია?!

მერე რა, თუ ტკივილს გავუჩუმდი,
ცოტაც დავიბენი და თან კიდევ,
გრძნობა ჩარჩოში თუ მოვაქციე,
და ზედ ოცნებები გადავკიდე.

მერე რა, თუ ცოტა დავიღალე,
მაინც უიმედო ქარებია,
წუთი, წუთიც კი ვერ გავიხსენე,
როცა გულს არავინ ჰყვარებია.

მერე რა, თუ ხელი ჩავიქნიე,
ვწვეთავ მოთმინების ფიალიდან,
სოფელს ვერაფერი გამოვტყუე,
ასე აღმა-დაღმა ტრიალიდან.

მერე რა, თუ გული ამიტირეს,
მე არც პირველი ვარ და არც ბოლო,
ქალის ძალ_ღონე რომ დამიბედეს,
მინდა სიამაყედ ავიყოლო.

მერე რა, თუ ისევ გავიხსენებ,
ხეებს შემოდგომის ფერიანებს,
ისევ ძველი სევდით თუ დავყვები,
ადრე ღიმილმორთულ ლელიანებს.

ზოგჯერ ცხოვრება თუ გაგვაოცებს,
მერე რა, თუ ნატვრაც დამელია,
გულით ღიმილიანს სადღა ნახავ,
აბ,ა ბედნიერი რომელია.

/ნანა მეფარიშვილი/


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline eka1234
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.