Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nano-na blog

ცხოვრების წიგნი გადაშლილია

ლევან აბაშიძე 1962 წლის 22 მაისს დაიბადა. ქართველი მსახიობი. დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) დროს, ზემო ეშერასთან.1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

ლევანი ერეკლე მეფის პირდაპირი შთამომავალია. თუმცა, მისი ნაცნობ-მეგობრები ამბობენ, რომ მიუხედავად თავისი არისტოკრატული წარმოშობისა, საოცრად თავმდაბალი და უბრალო ადამიანი იყო. მასში საოცრად ჰარმონიულად იყო შერწყმული გარეგნული და შინაგანი სილამაზე. თბილისი 1992 წლის 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრინდა გია ნადირაშვილთან ერთად. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. გია შედის და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და ლევანს აჩვენებს. ყველას გაუხარდა მისი დანახვა: "ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ…" იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბრძოლის ველზე: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. საბედისწერო ყუმბარა... აფეთქება და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი.

5b3ZyDxauWs.jpg

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

cudia dzalian rom agaraa chvenS ShoriS
#1, 05.07.2015 - 05:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.