Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
rukhadze85 blog
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე...
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი,
ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე,
როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს,
როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს
ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი,
მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი,
მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი!
...გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ
და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს
სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით.
მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას.
...გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა,
შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე,
მე კი სულ შენთან ვიქნები ალბათ.
შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული
ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად
(კი, ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე,
რომ ზღვა სხვა არის, ზღვას ყველაფერი ეპატიება).
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ
და მაღონებდა ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ,
რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.
რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი,
ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი,
რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად...
მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!
და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი?
- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!..
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს,
რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე,
არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს,
ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი,
დღეს ჩემი აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს
და რომელიც სადღაც უჩემოდ მიდის,
მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები,
დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები,
ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები...
განმეორდება ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია,
გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!
ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,
შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს
და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს,
ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.
სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან
და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან,
მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ,
მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა,
სადღაცას მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი
და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი...
მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ:
ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის.
ალბათ არსებობს ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი.
ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად...
მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..
ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება,
უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო...
არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს.
მე ისევ მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს,
მაგრამ მე ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება,
ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს
და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.
... არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია,
თუმც ახლა ალბათ არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა,
ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი კარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში,
ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო
და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!
მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის შესახებ.
მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.
სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო,
მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო,
მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა შენი პასუხი ზეპირად ვიცი
მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე ბავშვივით დაიწყებ სიცილს.
შენ შეიცვალე.
მეც შევიცვალე.
სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი.
მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.
შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ
მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს
და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,
არც დამიკარგავს არასდროს თითქოს,
მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არა იყო რას” მასგავსი
და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა ვარ ახლა
და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.
ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი.
მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ...
და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ,
მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ,
მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ.
შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს,
ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს,
უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო...
შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი
და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ...
მარტო ვარ შუა ოკეანეში,
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები
და დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.
ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე),
ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით,
გზას გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი!
და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს...
ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე ნეტაში დაგახრჩობ მერე.
მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში.
შენ გამაყოლე ისეთი მზერა,
რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
-რა დაგემართა!
-ვერა მცნობ?
-მე ვარ!
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება,
თუმცა არ ვიცი, ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?
მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით,
რომ დაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე,
თუმცა მე ვიცი, რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.
უკვე თენდება.
თენდება უკვე, რამე ტყვესავით ნებდება დილას
. წვიმის წვეთები, როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა,
მე უშენობა ძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).
მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი).
მე მაინც მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი,
იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს,
უეჭველი კი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს,
რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე,
არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს,
ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ
(დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა:
ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).
შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის
შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი:
მე შენს ხსოვნაში მალე გავქრები,
ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი.
არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება,
მე არაფერი არ მინდა შენი.
ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს,
ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე თავის სიმართლეს იცავს,
კაცის ცრემლივით ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი,
მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით:
მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო, -ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი, ...
იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ მაინც გახსენი იგი.
მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით!...
ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს,
დღესაც არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა,
ეს იყოს თუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!
P.S. შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა,
არც თავს ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას.
მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს,
ასე თავდება ყველა წერილი, და ეს წერილი გათავდეს ასე.
მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი,
თვითონ არ ვიცი, ჩემი წ

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline rukhadze85 (32)
საქართველო, თბილისი, გლდანი-ნაძალადევი



Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.