Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
netara blog

ათას გრძნობაზე დახურდავებული კაცები !!!!!!!!

ცხოვრება მარტივია იქამდე,
ვიდრე ათას გრძნობაზე დახურდავებული
კაცები მიხვდებიან,
რომ არასოდეს არ ბრუნდებიან უკან
ღირსეული ქალები,
რომ მათი სული ძველ ჩემოდანს გავს,
ჩაყრიან ამ ჩემოდანში ყველა ტკივილს და
ყველა იმედგაცრუებას და მიდიან,მიდიან,
მიდიან...
იმიტომ არა, რომ შურისძიება უნდათ,
იმიტომ რომ არ შეუძლიათ დარჩენა იქ,
სადაც ღალატი ცხოვრების ნორმაა.
ათას გრძნობაზე დახურდავებულმა კაცებმა
არ იციან,
რომ ღირსეული ქალები რეალური
დასასრულის შემდეგ აღარაფერს
საყვედურობენ და მხოლოდ იღიმიან,
რომ ასეთი ქალები არ ტოვებენ კვალს
და არიან ყველაზე ადვილად
დასავიწყებელნი
და მათი გახსენებაც ისეთივე უბრალოა,
როგორც ბავშვობის ყველაზე შორეული
მოგონებები.
ათას გრძნობაზე დახურდავებული კაცები -
ურწმუნოები და უგულოები, უთვალებოები
და ათეისტები,
მომაკვდავებივით უკვე ძალიან დაგვიანებით
ხდებიან მორწმუნენი
და ასეთი ქალების ნაკვალევზე
ლოცულობენ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.