Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
GeoScouser blog

მგონი მგოსანი (ნაწილი V)


სპორტი არასდროს მიზიდავდა. ვერ ვიგებ, რატომ უნდა დაგარქვას ხალხმა ღმერთი, რომელიღაც ღიპიან ფეხბურთელს დაარქვეს, სახელი აღარ მახსოვს, მგონი ახლა "ენკიბენკის" თუ რაღაც ასეთი გადაცემის წამყვანია. ან კრივში რატომ უნდა გაჩუქონ ქამარი, როცა ვიღაცას სცემ ან ვიღაც გცემს. რაში გჭირდება ქამარი, როდესაც სარკეში შენი თავის შეგეშინდება, დასიებული ცხვირ-პირით და ჩალურჯებული თვალებით რომ გაუღიმებ შენს თავს. არც ეზოში მიყვარდა ფეხბურთის თამაში. სულ ორჯერ მაქვს ნათამაშები და ისიც ერთხელ ბურთის მაგივრად ფეხი ასფალტს დავცხე და მოვიტეხე. მოკლედ, სპორტთან ისე ვარ, როგორც ანგელოზი ეშმაკთან, თუმცა ფულის მოგების სურვილი ეშმაკთანაც მიგიყვანს.

ერთხელ ტოტალიზატორში ფულის მოგება გადავწყვიტე. თავიდან ტოტალიზატორი ლოტო მეგონა, თურმე სულ სხვა რამ ყოფილა. მოკლედ, მივედი და ერთი თამაში შევუკვეთე. "ლივერპული"-"ჩელსი" ავირჩიე, რატომღაც. არც ვიცოდი ბილეთის შევსება და არც მინდოდა ვინმესგან ახსნა მეთხოვა. საერთოდ არ მიყვარს, როცა ვინმეს რამეს ვეკითხები, ეგღა მაკლია რაა... მოკლედ, დავინახე სხვები "ერთიანებს", "ორიანებს" და რუსულ "ხ"-ებს რომ წერდნენ და მეც დავწერე "ერთიანი", რატომღაც. შევნიშნე ვიღაცას ჩემი ბილეთიდან გადაწერა უნდოდა, მარა დებილი კი არ ვარ გადამეწერინა. ხელი დავაფარე და უკმეხად შევხედე. გაუკვირდა, მარა აი, დარდი... თამაშიც დაიწყო: "წითლები" "ლურჯებზე" იყვნენ. არც კი ვიცოდი ვისთვის მექომაგა, ამიტომ ანდაზა გავიხსენე, არც მწვადი დაწვა, არც შამფურიო თუ რაღაც ასეთი და ფრე ავირჩიე. ნახევარი საათი ისე გავიდა, რომ გოლი არ გასულა, გამიკვირდა. უბანში არაპროფესიონალები წუთში ცხრა გოლს იტანენ და პროფესიონალებმა 30 წუთში ერთხელაც ვერ შეაგდეს-მეთქი. ცოტა ხანში "წითლებმა" გოლი გაიტანეს. ზოგს გაუხარდა და ყვირილით კედლებს ბზარები გაუჩინეს, უფრო ცოტას ეწყინა. როგორც იქნა, თამაში დამთავრდა და ოპერატორთან მივედი, თუმცა იმან ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდაო. მაშინ არც ვიცოდი სულ რამდენი ტაიმი იყო და გადავწყვიტე ვინმესთვის მეკითხა, არ მიყვარს ეს კითხვები, მარა მაინც გადავწყვიტე. ჩემზე პატარა ბიჭთან მივედი და ვკითხე თამაში სადამდეა მეთქი? იმან ირონიულად შემომხედა და არ ვიციო. სასწაული!!! ფეხბურთის ფორმა აცვია და თამაში სადამდეა ისიც არ იცის. ამ პორწიალში მეორე ტაიმიც დაიწყო და მალევე "წითლემა" მეორედ გაიტანეს. არადა მე ფრე მინდოდა, "ერთიანი" მეწერა. შემეშინდა ბებიაჩემს ბანკში ბინა არ ჩაადებინონ-მეთქი. გაგონილი მქონდა, რომ კაზინოები და ტოტალიზატორები ასე მაქინაციობენ. ჰოდა, სანამ დროა, ჯობს აქედან დავახვიო მეთქი. უჩუმრად ავდექი და უკვე გავდიოდი, როცა "წითელმაისურიანებმა" მესამეც გაიტანეს. რაც უფრო მეტს გაიტანენს, მით უფრო წავაგებ-მეთქი და მეც ეგრევე გამოვედი, ბილეთი დავხიე და როგორც ნამდვილი პატრიოტი, ნაკუწები სანაგვე ურნაში ჩავყარე. არა, არაა ჩემი საქმე სპორტი!

2011 წლის 16 სექტემბერი


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.