Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog
ვისკი... ხილის ასორტი... მე და შენ და მუსიკა... ერთმანეთს შევყურებთ და ვისკს ვწრუპავთ... ხმას არცერთი ვიღებთ... თვალებით ველაპარაკებით ერთმანეთს და იმაზე მეტს ვგებულობთ ერთმანეთზე, ვიდრე ეს საუბრით შეიძლებოდა გაგვეგო... გიცქერი და კმაყოფილი... ვისკს, მუსიკის რიტმზე ხილს ვაყოლებ... შენი სიმშვენიერე ვისკივით იღვრება ჩემს სხეულში და მათრობს... ვგრძნობ რომ მართლა ვთვრები... ვისკი გამჭვირვალე ჭიქიდან შენი თვალებივით მიყურებს და უხერხულობა რომ დავფარო ჭიქა პირთან მიმაქვს და ვწრუპავ... სვენებ-სვენებით... არ მინდა ვისკი დამთავრდეს... რამდენიმე ჭიქის მერე, უკვე მართლა მთვრალი ვარ ვისკითაც და შენი თვალების სითბოთი... შენსკენ ვიხრები, მინდა ყურში რაღაც გითხრა... შენც იხრები ჩემსკენ... არ მახსოვს რას გეჩურჩულები, მაგრამ ეხლაც დღესავით მახსოვს... თუ როგორ შემოაბრუნე უეცრად თავი და... ჩვენი ტუჩები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ... მერე, მახსოვს, რაღაცის თქმა დავაპირე და.... ისევ შენი ტუჩების სიტკბომ გამითბო სხეული... მერე... მერე იყო ისევ ვისკი და... ის მარადიულობა, რისთვისაც სიცოცხლე სიცოცხლედ ღირს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 1

Write comment:

 

User
offline
offline david23 (29)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.