Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natashka789 blog

20 ფაქტი, რომელსაც საკუთარ თავში მხოლოდ 30 წლის შემდეგ აღმოაჩენ

1. ნორმალურ დროს დაძინება უკეთესია, ვიდრე გათენებისას;

2. ბავშვობაში წაკითხული ყველა წიგნი თუ ნანახი ფილმი მორალის გაურკვეველ გაკვეთილებს გვაძლევდა;

3. მეგობრებთან შეხვედრის ორგანიზება საკმაო დროს მოითხოვს და რთულია;

4. აღარ განიჭებს სიამოვნებას და მარტივი აღარ არის დილაუთენია სპორტდარბაზში წასვლა და ვარჯიში;

5. ყველაფერი ის, რასაც 5 წლის წინ ელემენტარულად და მარტივად წყვეტდი, ახლა არარეალურად გეჩვენება;

6. თვისებები, რომლებითაც ადამიანი იდეალურად გეჩვენებოდა, ახლა სასაცილო და სულელური ჩანს;

7. იმაზე გამაღიზიანებელი და სასირცხვილო არაფერია, ვიდრე საკუთარი თავის გარდატეხის ასაკში წარმოდგენა;

8. მშობლები – მსოფლიოში ყველაზე ახლობელი და საუკეთესო ადამიანები არიან და სულ უფრო გიძლიერდება სურვილი, დიდი დრო დაუთმო მათ;

9. თითქმის შეუძლებელია – იცხოვრო ისე და აკეთო ის, რაც მართლა გსიამოვნებს;

10. შენი ახალგაზრდა სხეულის ზოგიერთი ორგანო თუ ნაწილი უმიზეზოდ გტკივა და ამას ვერ ცვლი;

11. რაც დრო გადის, მით მტკივნეული პრობლემა ხდება ზედმეტი წონა;

12. ნაბახუსევი არსებობს;

13. ერთ დღესაც მიხვდები, რომ ხარჯების კონტროლი და ფულის ეკონომია – კარგი ჩვევაა;

14. დასვენება კარგია იქ, სადაც საკმარისი დასაჯდომი ადგილია და არ ისმის გამაყრუებელი მუსიკა;

15. ვარსკვლავების დიდი რაოდენობა უცებ შენზე ახალგაზრდა გახდა;

16. გრცხვენია შენი ძველი ვარცხნილობების;

17. ბევრ ადამიანზე ასჯერ ჭკვიანი იქნები, თუკი წაიკითხავ თუნდაც იმის ნახევარს, რასაც უნივერსიტეტში გასწავლიდნენ;

18. სჯობს გყავდეს 5 საუკეთესო მეგობარი, ვიდრე უამრავი ნაცნობი;

19. "დრო გარბის" – ეს ფრაზა სულ უფრო ღრმა აზრს იძენს;

20. ოდესღაც გეგონა, რომ უფროსებმა იციან ყველაფერი ყველაფრის შესახებ, ახლა კი მიხვდი, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

oolala (57)
ასე რომ ,ნუ გეშინიათ სიბერის...
#3, 05.08.2015 - 14:13
oolala (57)
1. კი
2.სიამოვნებას მანიჭებდა
3.არც მაშინ მიყვარდა,მერჩია,მე წავსულიყავი მათთან
4.არც მაშინ მიყვარდა სპორტი
5.ახლაც სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას
6.არა.ადამიანში ყოველთვის ადამიანს ვეძებ,თუმცა ხანდახან ვტყუვდები
7.პირიქით,სიამოვნებით ვიხსენებ გარდატეხის ასაკს
8. მენატრებოდნენ და მენატრებიან
9.მონდომება უნდა .ყველაფერს ვერ შეისრულებ
10.11.12.თანდატან ეჩვევი ტკივილს
13.ნამდვილად
14.ეს ყოველ ასაკში გჭირდება დროდადრო
15.?
16.არა,მენატრება
17.კი
18.პირიქით,ერთი მეგობარი და უამრავი ნაცნობი
19.რას იზამ? გარბის და...
20.ჩვეულებრივი ამბავია.
#2, 05.08.2015 - 14:11
momewona :)
#1, 04.08.2015 - 22:37
 

User
offline natashka789 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.