Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
-TeMo- blog

წერილი ემიგრანტ დედას

ჩანთას ვიმზადებ,როგორ მაკლიხარ დედი.შენ მე შორიდან ზრუნვით გამზარდე,როგორ მჭირდები ვხვდები.მიმაცილებდე სკოლის კარამდე,ლოცვას მაწევდე გზაში,მიჩურჩულებდე ნაზი ღიმილით,"არ იცელქოო კლასში."შარშანდელივით შენ მაგივრობას ბებო გამიწევს დედი,ნუ ატირდები, ასე ყოფილაემიგრანტების ბედი.ო... როგორ მინდა შინ დაბრუნებულს,კარს მაგებებდე ღიმილით,მიმსუბუქებდე წლობით გამოვლილ ცრემლებს, დარდსა და ტკივილს.მახსოვს ის ღამე, როცა ძილის წინთავი შენ მკერდზე მედო,მითხარ:"ხვალიდან სხვაგან მივდივარ,დაუჯერეო ბებოს."მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა,ბევრჯერ გაიღო კარი,მონატრებასაც რამდენს ავიტან,ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი.მინდა ერთ დილით შენ გამახარო,ამანათების ნაცვლად,თორემ ამდენი მონატრებისგანგული ცრემლებმა დასწვა.შენი ლოცვები მიმაცილებენსკოლის კარამდე დედი,შენ ისე ძლიერ ლოცვას მიგზავნი,ვგრძნობ, რომ მომყვები გვერდით.მე ვუთანაგრძნობ ყველა იმ ბავშვებს,ვინც ნატრულია დედის,მათაც ჩემსავით ასე, უვადოდწილად ხვდათ ჩემი ბედი.მე ყოველ ღამე შენთვის ვლოცულობ,შენში სიცოცხლეს ვხედავ,წმინდა სანთლებით დედა ღვთისმშობელს შევთხოვ:"მიცოცხლოს დედა".P,S,ხშირად სამწუხაროდ ავიწყდებათ დედებს რომ შვილებისთვის მთავარი დედების ზრუნვა და სიყვარულია,ნუმოანატრებთ დედებო შვილებს თავს,ცხოვრებაა გაუკუღმართებული თორემ დედა რატო უნდა მიდიოდეს უცხოეთში სამუშაოდ და ოჯახის სარჩენად,მამები კი სახლში სხედან და ელოდებიან ცოლები ფულს როდის გამოაგზავნიან,თუკი ოჯახის აუცილობლება მოითხოვს კაცი უნდა წავიდეს და არა ქალი,ესწერილი ჩემთვისაც საინტერესოა როგორც მომავალი მამისთვის,

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

KBH (25)
რამდენი ბავშვი გაიზარდა უდედოდ საქართველოში.საწყალი ქვეყანა ვართ.საწყალი ხალხი ვართ...
#1, 31.08.2015 - 11:30
sawyali ara dabechavebuli eri vart da amyvelafris mizezi chveni ertmanetis gautanlobaa.
31.08.2015 - 21:09
 

User
offline
offline -TeMo- (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.