Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tskipo blog

სცადე

სცადედა არ ჭამო ღამით და დაიძინე მშიერ კუჭზე. 1-2 კვირის განმავლობაში შენ ნახავ მსუბუქ სიზმრებს და ყოველ დილით გაიღვიძებ კარგ ხასიათზე და ენერგიულად, ნახევარი დღის საწოლში გატარების სურვილის გარეშე.

სცადე და არ დაუმატო საჭმელს ორი სანელებელი - მარილი და პილპილი, და შენ ნახავ, რომ შეგიძლია დანაყრდე 2-3-ჯერ ნაკლები რაოდენობის საკვებით, 1-2 კვირის განმავლობაში სხეული შეწყვეტს ზრდას, და ერთი თვის შემდეგ შენ საგრძნობლად დაიკლებ (ეხება მხოლოდ ჭარბწონიანებს).

სცადე და არ დალიო მაღაზიაში ნაყიდი, გამაგრილებელი გაზირებული სასმელები, და შენ იგემებ, თუ როგორი გემრიელია ჩვეულებრივი წყალი და რომ წყურვილის მოსაკლავად საჭიროა გაცილებით ნაკლები.

სცადე ერთი კვირის განმავლობაში იარო და იჯდე გამართული წელით, და შენ ნახავ, თუ როგორ გაუმჯობესდება შენი მეხსიერება და რა სწრაფად დაიწყებ ფიქრს.

სცადე და დაძინებამდე 1-2 საათით ადრე გათიშე ტელევიზორი და კომპიურეტი, და შენ დაიწყებ საკუთარი სურვილების და შემოქმედებითი იმპულსების ხედვას.

სცადე და ორი კვირის განმავლობაში ისაუბრე ტელეფონზე მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებზე, და შენ ნახავ, რომ დღეში 36 საათია.

სცადე და სიგარეტის ხელში აღების ყოველი სურვილის დროს - აიღე ვაშლი/ბანანი/მანდარინი/ფორთოხალი ან დალიე უბრალო წყალი და 1 თვის შემდეგ შენ იგრძნობ საკუთარ თავს შეუდარებლად ძლიერად და გამძლედ. გაგიჩნდება უამრავი მოტივაცია და ეს ხასიათზეც დადებითად იმოქმედებს.

სცადე და ყოველ ჯერზე, როდესაც მოგინდება რამე ისეთის გაკეთება რაც გაინტერესებს(თუნდაც პირველად, თუნდაც იშვიათი და ისეთი, რომელიც არ გახასიათებს, მაგრამ ისეთი რომელიც მოგწონს) გააკეთე ეს სწრაფად და გამოაკლე ყოყმანის და ანალიზის წუთები, და შენ ანხავ, რომ შეგიძლია გაცილებით მეტი.

სცადე და ყოველ ჯერზე, როდესაც მოგინდება გამვლელს გაუღიმო, თუნდაც რამდენიმე წამით, გაუღიმე (დაივიწყე ის თუ რა შეიძლება მან შენზე იფიქროს) და შენ ნახავ, რომ ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს შენს ხასიათზე და ასევე უცხოების ხასიათზე, შენ შეიგრძნობ მათ შენიანებად.

სცადე და უბრალოდ დაწექი მდელოზე, ხეებს შორის, მანქანებისგან შორს, მორცხვობის გარეშე, და შენ მოუსმენ საკუთარ თავში ნანატრ სიჩუმეს...


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.