Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
koknajo blog

.....................

ნურასდროს ეცდები ბოლომდე შემიცნო,მე თვითონ ვერ ვხვდები ჩემს სულში რა ხდება,ვინა ვარ? არ ვიცი და იმედს ვიტოვებ,რომ გზის გასაყართან უფალი დამხვდება... სიტყვების თამაში იწყება სიმშვიდით,მერე კი მაცდური ღიმილით მთავრდება,მრავალჯერ ეცადა უფალი ჩემს შეცვლას,ის იცნობს ჩემს სულს და არასდროს არ ცდება... მინდა დავაღწიო თავი იმ ლაბირინთს,ფიქრებში,ყოველდღე,ისევ რომ ახლდება,ნისლიან ბილიკზე დავეძებ სიყვარულს,რომელიც ჩემს გზაზე არა და არ ჩნდება... არა,არ ეცადო,რომ სრულად შემიცნო,მაინც ვერ მიხვდები ჩემს სულში რა ხდება,ეს იცის უფალმა და იმედს ვიტოვებ,რომ მისი ნათელი,გზის ბოლოს,დამხვდება...!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.