Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kobale blog

მე ვარ შემოდგომა...

a97cc02b0739.gif



მე ვარ შემოდგომა, ჭრელი მოზაიკა .. ელვად მოხატული, ფერთა გალერეა,
ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა გზა არ ამერია.
მე ვარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და მერე წვიმებით და .. ზამთრით გავთავდები.

მე ვარ შემოდგომა უხმო გაშიშვლება, უხმო გადაჭკნობა, ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლოს სიყვარულით.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაღველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიფქებით და სევდით ვიმალები.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე,
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული,
მე ვარ მოფერება, მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის.

მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების,
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერა გამცვდარი და თრობამორეული,
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი, მე ვარ შორეული.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,
მე ის სიკეთე ვარ, რომ არ გაითვლება, მე ის ბავშვობა ვარ, რომ არ გავდინჯდები,
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ღვინობისთვე, მე ვარ ამურისგან ტერფედ დამსხვრეული,
მე ვარ გატაცება, უხმო გატაცება, მე ის ყვავილი ვარ, მტვერში წაქცეული.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაფრენა, ჟებირმოღვეული სივრცე ტკივილების,
მე ვარ დასასრულის არსის გამართლება, თუმცა ულაზათოდ მე არ მივილევი.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ მოძახილი, მე ვარ გახსენება ძარღვში მოვარდნილი,
მე ვარ მოდარდება, მე ვარ მოლანდება, ალი დამღუპველი ყველა მონადირის.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ განგრევა სხივთა პალიტრების,
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების ..
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია ..

არის შემოდგომა .. არის შემოდგომა.. დენთი ღვინობისთვე ჩემი მფარველია ..


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.