მუხრან მაჭავარიანი - საქართველო
created: Tuesday, 06. October 2015 Time 20:05. changed: Saturday, 10. October 2015 Time 01:12.
მაშ თქვენ ფიქრობთ, რომარ ჰყოლია მტერი რუსთაველს?არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალიათუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილიდა ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვიარამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონიდა ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.ვერ მოესწრებით არა და ვერა,ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,შოთა რომ არა, ტატო რომ არა,ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,ახლა კი დროა სოლომონ რომა,კვლავ დაიქუხოს საქართველომა,ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,ტოროლა ცას შეასკდება იარად,მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,საქართველო ყვავის ყველაფრიანად,ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არასაქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.საქართველოს მოთმინების ფიალას!რა ძნელია საქართველო,მეტეხო და დიღმის ველო,მიდიოდე და ჰფიქრობდეეს არ არის საქართველო.
Tags:
|
positive votes: 1 | negative votes: 0
|
average rating: 2 | viewings: 11
|
Write comment:
|
burki პაპუა ახალი გვინეა, Порт-Морсби
|
|