Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
taxamata blog

დღევანდელი დღე

დილამშვიდობისა ყველა ნორმალურ და კეთილ ადამიანს და საერთოდ ცოცხალ არსებას დედამიწაზე...

ავდექი, ჩავიცვი, გავედი, ვიყიდე მაწონი და რძე, წამოვედი, ამოვედი, მაწონს უკარი თავი მაცივარში და რძეს მიუახლოვდი და ვხედავ ბოთლში რძე სრულად შევსებული არ არის და თან მიჭეჭყილია ბოთლი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ რამდენსაც გგონია, რომ ყიდულობ ამ დროს ნაკლები გამოგდის. ნახევარზე მეტი წყალი ურევია და გგონია ნამდვილ რძეს მიირთმევ, ნუ ატყუებენ რა ხალხს თავის ჭკუით, უბრალოდ არავინ ხმას, რომ არ სცემს თავზე, ხომ უნდა დააჯდნენ, აბა ქართველი რისი მაქნისია სხვა, თან გლეხიც, რომ გატყუებს!

ეხლა რისი თქმა მინდოდა. პირდაპირ გეტყვით რა არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული. შე დალოცვილო, რომ გამოდიხარ და ცხოვრებაზე წუწუნებ და ვითომ და გიჭირს, არაფერი არ გაგაჩნია, მათხოვრადახარ ქცეული, (ნუ მოკლედ ეს გლეხებზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და არც მეგონა მათგან, რომ ესენიც იტყუებიან,) ეგ იმას ნიშნავს, რომ სხვას ატყუო შენი ჭკუით?

ერთი ასეთი ამბავი მოხდა რეალურად. ერთ ქვეყანაში იყო მაღაზია სხვა ქვეყნის ნაწარმი იყიდებოდა რა, ერთ დღეს გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ამ მაღაზიაში ცუდი ნაწარმია და არ შეიძინოთ ან იტყუებიან, და რა ხდება, იმ დღის შემდეგ კაციშვილი არავინ შედიოდა და გაკოტრდა და დაიხურა და საერთოდ იმ ქვეყნიდან წავიდა ის ფირმა). იქნებ ასეთი რამეები მაინც გაგვევრცელებინა მაგ: ფაცე-ებით ყველაფერ ნაგავს, რომ აქვეყნებენ

ერთგულებას, ერთად დგომას და ხმის ამოღებას და ერთმანეთის გულისტკივილს გულთან რომ მიიტან, და რომ ვისწავლით ხალხნო, აი მაშინ გვეშველება, შეიგნეთ

ეხლა ყველა გლეხს ჯანმრთელობას, სიხარულს და გამდიდრებას უსურვებ სოფლის დარგში, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline taxamata (37)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.