Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nika-w blog

...................

ჩვენ რომ გვეცხოვრა საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში, შენ იქნებოდი მაღალი წრის ქალბატონი და მე პოეტი, როგორც ბალზაკის წიგნში და მე დავწერდი შენთვის ლექსებს. გეცმეოდა გრძელი გაშლილი კაბა, და კორსეტი რომელიც შენს თოვლივით მკერდს ნათითურებზე მაღლა ამოწევდა. ვივლიდი ბალზე და მასკარადზე შენს სანახავად და მილიონში ვიპოვნიდი შენს ფართო ღიმილს. გავიტაცებდი შენს ეტლს სადმე უმისამართოდ , წაგიკთხავდი ლექსებს და ვუყურებდი მერე როგორ გულდაწყვეტით გამაცილებდი, როცა ციხისკენ წამიყვანდა ჟანდარმერია. ჩვენ რომ გვეცხოვრა საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში, მე მოგწერდი უამრავ წერილს არ ვიღელვებდი მერე ალბათ პასუხების დაგვიანებას... მოგმართავდი მადმუაზელით და ერთხელ როცა შეძლებული ფრანგი მისიე მოინდომებდა წაეყვანე ჩემგან ძვირფასო, გავიძრობდი ხელიდან თათმანს გამოვიწვევდი დუელში და მერე... მერე მე ალბათ მოვკვდებოდი რადგან მიზანს ხშირად ვაცილებ. მე კი მჯერა რომ შეიძლება მოკვდე და მაინც ბრძოლის ველიდან გამარჯვებულს მიგასვენებდნენ, რადგან ეს იყო, ბრძოლა შენი გულის მოგებისათვის. ჩვენ რომ გვეცხოვრა საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში, დროს გავუსწრებდით ახლა კიდევ ვიხსენებ წარსულს რომელიც არც ერთად გვქონია არც ცალ - ცალკე და მაინც ისეთი განცდა მაქვს რომ მენატრება

Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

InsideOut (28)
ჩვენ რომ გვეცხოვრა საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში, დროს გავუსწრებდით ახლა კიდევ ვიხსენებ წარსულს რომელიც არც ერთად გვქონია არც ცალ - ცალკე და მაინც ისეთი განცდა მაქვს რომ მენატრება
#2, 09.10.2015 - 09:53
Madona2507 (33)
Vaime ra magaria ............ araCveulebrivi ...ulamazesi sityvebia
#1, 08.10.2015 - 16:43
gaixare :))
08.10.2015 - 21:55
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.