Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nenee blog

ისე უბრალოდ ჩემთვის

სამსახურში რომ მოვდიოდი...მეტროში ჩავედი... მატარებელი აგვიანებდა (როგორც ყოველთვის) დავიწყე "facebook"-ში ძრომიალი, ჩემს გვერდით ვიგრძენი რომ ვიღაც გაჩერდა, ყურადღება არ მიმიქცევია,რამოდენიმე წუთის შემდეგ მის მოძრაობაზე გავიხედე,მძიმე ჩანთა მხრიდან მოიხსნა და ძირს დადო,თან ამოიოხრა... ახლა შევამჩნიე რომ სამხედრო იყო, თან "მასტერ სერჟანტი" (თუ არ ვცდები)...ჩემდა გასაკვირად მიყურებდა,მეც ვუყურებდი... თვალებში შევხედეთ ერთმანეთს და სული დავინახე....ისეთი გადაღლილი იყო,ისეთი გამოფიტული...მისი ჩასისხლიანებული თვალები წინა ღამის უძილობაზე მიმანიშნებდა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მეცოდებით ამხელა ტვირთისთვის,,როგორ იტევთ ამდენ სიმძიმეს,რით დაგაფასოთ რა გითხრათ?როგორ მოგეფეროთ? რით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება? ამ მადლიან ღმერთმა ამხელა ტვირთი რომ"აგკიდათ" ჩვენ რატომ არ გვასწავლა თქვენი სიყვარული? ვუყურებდი ამ ადამიანს და უფალს ვევედრებოდი, ოღონდ ეხლა მომეცი ძალა და არ ამატირო აქთო,ოღონდ ეხლა არ "მიღალატოთქო"... ისიც მიყურებდა და ვინ იცის რას ფიქრობდა, მაგრამ დამიჯერეთ ეს არ იყო,ქალის და მამაკაცის მზერა,მე მას როგორც "მხსნელს" ვუყურებდი და ვთხოვდი გაუძელი "უშენოდ" დავიჩაგრებითთქო...ის კი ჩემი საქართველოსავით იყო,გადაღლილი მუხლები ვეღარ უძლებდა,იცოდა დაჩოქების უფლება არ ჰქონდა... შორიდან მატარებლის ხმა მომესმა და ჰაერმა დაუბერა,რატომ არ ვიცი მაგრამ,ცრემლი ვერ შევიკავე,ჩემდა უნებურად წამომივიდა...მას გაეღიმა,ვგრძნობდი მას ჩემზე მეტად უნდოდა ტირილი,ყველაფრის გამო... სამშობლო "დაკარგულები"რომ ვართ, უმადურები რომ ვართ მათ მიმართ, იმის გამო რომ ამ წუთას მისი დაღლილობა "ყვიროდა"... ვუყურებდი და ვფიქრობდი მივალ და გადავაბიჯებ ყველაფერს, გულში ჩავეხუტები და ვეტყვი რომ გულში ხართ და სულს მითბობთქო...ვეტყვი რომ ჩვენ "უგნური"ერი ვართ,მათ მიმართ სიყვარულს რომ არ ვამჟღავნებთ,ვეტყვი რომ ყველა ნასროლი"ტალახი" გვაპატიონ და თუ დავჭირდებით მათ დავუდგები გვერდით,იარაღი თუ ვერ ვისროლე...წყალს ხომ მაინც მოგაწვდით ომშითქო?იარებს მაინც ხო მოგიშუშებთქო? ოღონდ გაუძელით და არ მიგვატოვოთთქო... მატარებელი მოვიდა,რათქმაუნდა მე არ მივედი,ერთადერთი რაც მოვახერხე ის იყო რომ... ძალიან დაბალ ხმაზე ჩავილაპარაკე... მადლობა!!! მან გაიგო,ჯერ გაუკვირდა...მერე შერცხვა და თავი დახარა (მათთვის მსგავსი რამ ხო უცხოა) ის ვაგონში შევიდა,მე დავრჩი...მას მზერა დარჩა "ჩემთან" ვინ იცის რა ფიქრები... :))

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nenee (24)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.