Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nenee blog

ჩემთვის

ამომივიდა ძმაო ყელში ამომივიდა, ეს ყველაფერი ტანჯვაა და სხვა არაფერი... მივლია თურმე, ჰო, მივლია თურმე ირიბად და ვერაფერს, რომ ვერ ვხვდებოდი მე ახლა ვხვდები... და მინდა გითხრა, ჰო, სათქმელი ბევრი მაქვს ბერი, შენ წახვედი და რაც არ იცი მინდა გიამბო... დღიდან ღამემდე ვტირივარ და ვერავინ მშველის, ჩვენი სამშობლო მსხვერპლშესაწირ კრავად მიაბეს... გვავიწროვებენ, დაგვცინიან, გვავაგლახებენ, მივიწყებული ისტორიის როლი მოვირგეთ. ჩვენ ყოველ ღამით გვსერავენ და ვდგავართ ლახვრებზე და ბევრად მძიმე გვითენდება დილა მორიგი... რადგანაც ყველას სულ ფეხებზე ვკიდივართ ისევ, რომელ წარსულზე, რა აწყმყოზე უნდა ვიფიქრო... ვზივიართ და ასე უმოქმედოდ დაცინვას ვისმენთ, და ყოველ სიზმარს ვეტირები და ისევ იმ დროს ვაბრუნებ უკან, როგრც კადრებს ძველი ფილმიდან, ვაბრუნებ ღამეს სადაც გვკლავენ, სადაც გვალპობენ... ვხედავ და ძმაო მართლაც ყელში ამომივიდა, უნდა გავექცე, გავეპარო ამგვარ პატრონებს... როგორც მევლუდი, როგორც დათა, როგორც კაკო და როგორც მაცი ან, როგორც ერთად ყველა აბარაგი. ჰო, ჩემო ძმაო რომ იცოდე ყველა დამშორდა და სიკვდილის წინ წყალს მომიტანს ვიცი არავინ... რადგანაც სიკვდილს ჩემსას ახლა უფრო ნატრობენ, ელოდებიან სათითაოდ ვერცხლად ჯილდოებს... ახალშობილი ხელებიდან თითებს მამტვრევენ, და იმედი აქვთ საქართველოს ამომგლიჯავენ. გულიდან რომლის ფეთქვაც ისმის როგორც ზარის ხმა, როგორც ყიჟინა ხანაც გმინვა ბებერი ხარის... მოუგონარი, დაწყევლი ხანა დამვიდგა და ძალს და ღონეს მოვარდნილი ქარივით მაცლის... და მაინც ვხედავ რა საშინლად იცინის სარკე, როგორ ბორგავენ ურჩხულები ამ ბინძურ დროში... თან ბრუნავს სწრაფად დედამიწა და თავბრუს მახვევს და მატყობინებს, რომ მკვდარი ვარ ან ასე მოვრჩი... ეს სიცოცხლე კი ტანჯვაა და სხვა არაფერი, მივლია თურმე, ჰო, მივლია თურმე ირიბად და ვერაფერს, რომ ვერ ვხვდებოდი მე ახლა ვხვდები, ამომივიდა ძმაო ყელში ამომივიდა!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nenee (24)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.