Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
burki blog

მე შენში ვიზრდები.


დედი, დაგწყვეტია კაბაზე ღილები,
ქუჩაში გებნევა.
მე შენში ვიზრდები და შენი ცხოვრების,
პირველი მეკვლე ვარ.

მუცელზე მოგადებ პატარა ხელებს და
თითების ბალიშებს,
ამ ცხრა თვის მანძილზე შენს სითბოს,
შენს სხეულს,
მე ტანზედ ჩავიცმევ.

ჩემს რითმს აყოლილი, ღვთიური ღიმილით
ქუჩაში ჩერდები.
და ასე ყოველდღე და ასე ჩუმ-ჩუმად
ნელ-ნელა გეჩვევი.

სამყაროს შეცნობით, სიცოცხლის წყურვილით
შენს სხეულს გავიხდი.
შენს ამაგს, შენს ზრუნვას ცხოვრების მანძილზე,
ვერასდროს გადვიხდი.

დედიკო შეჩერდი!- ეგ კაბის ღილები
ქუჩაში გებნევა.
მე შენში ვიზრდები და შენი ცხოვრების,
პირველი მეკვლე ვარ.

♥ მარი უსუფაშვილი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.