Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nano-na blog

მოლოდინი

- ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს.
- ვინ უნდა შეგხვდესი
- რა ვიცი.
- მაშ, რატომ გგონიაი
- იცი, მე ის მიყვარდა.
- როდისი
- ეგ არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.
- მაინცი
- მანამ დავიბადებოდი.
- ვერ გავიგე.
- შეიძლება მაშინ დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან. მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ.
- რომ არ შეგხვდესი
- ეგეც შეიძლება.
- უცოლო ხომ არ დაბერდები, მოიყვანე ვინმე.
- ვინი
- რა ვიცი, ვინმე.
- არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.
- ის რომ არ შეგხვდესი
- ხომ მიყვარსი
- ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.
- ჰო, მიყვარს.
- იქნებ არ გიყვარსი
- მაშ, რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდესი
- იქნებ სიზმარში ნახე.
- არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
- გარეგნობა გახსოვს, როგორი აქვსი
- არა, არ მახსოვს.
- მაშ, როგორ უნდა იცნო, რომ შეგხცდესი
- ვიცნობ. ვიცი, რომ ვიცნობ. არ შეიძლება რომ არ ვიცნო.


* * *


- არ შეგხვდაი
- არა, არ შემხვდა.
- მერეი
- რა მერეი
- არ მოიყვანე ცოლი?
- არა.
- კიდევ იმას ელოდებიი
- ჰო.
- რამდენი წლის ხარი
- სამოცდაექვსის.
- კიდევ გიყვარსი
- კიდევ.
- იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი!
- ჰაი!
- არა, არაფერი.

გოდერძი ჩოხელი ''მოლოდინი''


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

taao (36)
Araferi
#2, 19.10.2015 - 00:37
kessaria (37)
:(
#1, 18.10.2015 - 21:33
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.