Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teri blog

მოვიპარავ

მოვიპარავ, შენი გულის ყოველ ფეთქვას... და ჩემს გულში, ჩვილ ბავშვივით შევიფარებ...
შენს სამყოფელს, თუნდაც ჯოჯოხეთი ერქვას... მე შენს გამო, დემონებსაც შევიყვარებ...
მოვიპარავ, სუყველაზე გრძნეულ წამებს... შენს ღიმილის, უტკბეს წუთებს მოვიპარავ..
. თუკი, შენზე ტკივილები გამაწამებს... მაგ ტკივილებს, მაგ ტანჯვასაც დავიფარავ...
მოვიპარავ, დეკემბრის თვის ბოლო თოვას... მოვიპარავ, შენი ფეხის ნატერფალებს..
. მოვიპარავ, გათოშილი ზამთრის თრთოლვას... და შორეულ მოლოდინით, სავსე თვალებს...
მოვიპარავ, მე შენს დარდებს, გლოვას სუნთქვას... მოვიპარავ, მე შენს წარბთა გაბრაზებას...
მოვიპარავ, იმას რაც კი ჩემთვის გითქვამს... მოვიპარავ და დავმალავ როგორც მცნებას...
მოვიპარავ, ვიდრე აღარ გვიანდება... სუყველაფერს, რასაც ქვია შენი რამე...
ვიდრე, ჩემი ცხოვრების გზა დამთავრდება... ვიდრე ჩემი მიცვალების მოვა ღამე..

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

cisiaa (27)
Tan dzaan magari... )))
#2, 30.04.2016 - 01:28
Magaria.
#1, 24.10.2015 - 21:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.