Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
statusi blog

me var ,,,,,,,................

დიდხანს ვიკავებდი თავს იმისგან, რომ რამე მეთქვა ჩემი ხალხისთვის ჰომოსექსუალიზმზე, თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიბიძგა დამეწერა ეს პოსტი.
აქ მინდა მოკლედ და კონკრეტულად განვმარტო ვინ არიან ქართველი გეები, რას წარმოადგენენ და ოდნავ მაინც შევეცადო გაგიფანტოთ ის ნისლიანი წარმოდგენა რაც ჩვენზე გაქვთ. დაკომპლექსებული ჰომოსექსუალების წყალობით ყველას ,,ელასტიკიანი” მამაკაცები, ტრადიციების უარმყოფელები, გარყვნილი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები, ავადმყოფები და საწრმუნოებასთან მებრძოლები გგონივართ. სამწუხაროა, რომ ჰომოსექსუალები, რომლებიც ვერ ეგუებიან საკუთარ თავს და ორიენტაციას სწორედ ისინი ამკვიდრებენ მსგავს სტანდარტებს და უარესიც! მართლმადიდებლობის ან მღვდლების ანაფორას ამოფარებულებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
მცირე განმარტების სახით ვიტყოდი, რომ როცა ადამიანებმა არ ვიცით პიროვნების, მოვლენის ან საგნის შესახებ, ჩვენი თვისებაა საკუთარი ცუდი ჩვევები და მანკიერებები მას მივაწეროთ. სწორედ ესაა სტიგმა.
ჩვენ თქვენს გვერდით ვიყავით, ვართ და ვიქნებით – უბრალოდ ვერ გვამჩნევთ, რადგან არანაირი სპეციფიკური ნიშანი არ გამოგვარჩევს. ჰომოსექსუალები გგონიათ ერთეულები, რომლებიც რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან ქცევით თუ ჩაცმულობით, მაგრამ არაა ასე, ჩვენ იმაზე მეტი ვართ ვიდრე ფიქრობთ (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ), ზუსტად ისეთივე სრულფასოვანი კაცები და ქალები, როგორიც თქვენ. თქვენგან ორი რამ განგვასხვავებს: ჩვენი პირადი ცხოვრება და ნიჭიერება.
მითი 1
თურმე, ჩვენ, ზე-გარყვნილები ვართ. სიამოვნებით შემოგიბრუნებთ სიტყვას და გეტყვით, რომ თქვენ ჩვენზე მეტად გარყვნილები ხართ:
ჰომოსექსუალები არასდროს უყურებენ მეგობრების პარტნიორებს სექსუალური ლტოლვით და იშვიათად, მეგობრის ყოფილ პარტნიორთან დავიჭიროთ ურთიერთობა. თქვენს შემთხვევაში კი…
ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ პარტნიორებს ვღალატობთ და შემდეგ საყვარელ, უდანაშაულო მეუღლეებს (შემდგომში შვილებს) ვაინფიცირებთ. თქვენ კი მარტივად შეგიძლიათ დათვრეთ, გაიკეთოთ წამალი და მერე ,,ოღონდ ვინმე იყოს”, ყველასთვის მზად ხართ! შედეგად რას ღებულობთ? შიდსით დაავადებულთა 40% თქვენ ხართ, ჩვენ კი 5% (სტატისტიკა)
პირად მაგალითზეც გეტყვით, რომ ინცესტის და პედოფილიის მოყვარული ჰეტეროსექსუალი ბევრი შემხვედრია (დის საცვლებით მოთამაშე, დედის სურათით ჯიბეში და ა.შ.) რასაც ჩვენზე ვერავინ იტყვის.
მითი 2
გვაბრალებენ, რომ ჩვენ, მართლმადიდებლობას ვებრძვით – ამის არგუმენტად იმას მოვიყვან, რომ სწორედ ჩვენს სარწმუნოებას ვეხმარებით. იკითხავთ როგორო?
ჩვენ ვუკეთებთ ორგანიზებას იმ აქციებს, რომლებითაც ჩვენი ეკლესია ფულს შოულობს და ვეწევით ქველმოქმედებას
ჩვენ ვართ იმ დიდი კომპანიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები რომლებით თანახმა ვართ, ყოველი გაყიდული პროდუქციიდან თანხა თქვენ გადმოგირიცხოთ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიბნელეს ვამხელთ და გვინდა, თქვენც თვალები აგიხილოთ – ჩვენი რელიგია რომ სიყვარულს ქადაგებს ამას აღარ შეგახსენებთ რომ მინიმუმ უნდა გიყვარდეთ, თქვენ კი გძულვართ!
დიახ, ჩვენ ვცდილობთ გადაგარჩინოთ იმისგან, რომ ზოგიერთმა KGB-შნიკმა მამაომ თქვენი აღსარების მოსმენის და დამეგობრების შემდეგ საკუთარ დაჩაზე არ დაგპატიჟოთ და სექსუალური აქტი არ განახორციელოს თქვენზე სხვადასხვა მეთოდებით (ამის უამრავი მაგალითი ვიცით სამწუხაროდ).
მითი 3
გვაბრალებენ, რომ ოჯახს წინააღმდეგები ვართ:
ყველა ჰომოსექსუალს უდიდესი სურვილი აქვს ოჯახის შექმნის. ბევრი ახერხებს და ქმნის. დღესდღეობით საზოგადოებაში ბევრი ჩვენს მიერ შექმნილი ოჯახია (მათ შორის მრავალი ცნობადი სახის), რომელიც დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ეს ჩვენთვის დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმის სურვილი, რომ ოჯახი შევქმნათ და გვყვავდეს შვილები ძალიან დიდი გვაქვს. ხშირად, თქვენზე კარგადაც ვახერხებთ ამას – ღირებულებებზე დაფუძნებულ მშვიდ ოჯახს, სადაც ქმარი ცოლს არ აგინებს, არ სცემს, აზრს ეკითხება და ა.შ.
მითი 4
ჩვენზე ამბობენ, რომ ჰომოსექსუალები არავის ჭირდება და სიბერეში მარტო არიან.
ეს სრული ტყუილია: ცხოვრების მანძილზე იმდენს ვქმნით და ვაღწევთ, რომ სწორეთ ტკბილი სიბერე გვაქვს – დალხენილი ცხოვრებით, საზოგადოებისგან დაფასებული (მხოლოდ ჩვენი ორიენტაცია არ იციან) და მეგობრებით სავსე.
როგორები არიან ქართველი გეები?
პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ძალიან ჭკვიანები, მშრომელები, ნიჭიერები და წარმატებულები ვართ. პირადად ჩემს გარშემო არიან ჰომოსექსუალები, რომლებიც უნიჭიერესები, ცნობადი ხელოვანები, მთავრობაში გადაწყვეტლების მიმღები პირები, ჩემპიონი სპორტსმენები, ტელე-რადიო ვარსკვლავები და უბრალოდ, კარგი მეგობრები არიან.
მანდილოსნებო, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ქალთან მოქცევა ვიცით და განებივრებთ ხშირად საჩუქრებით, კომპლიმენტებით, თავაზიანობით და ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობთ
კაცებო, ჩვენ ის თქვენი ძმაკაცები ვართ, გულის ნადებს რომ გვანდობთ, ყველაზე დიდ გასაჭირში რომ გვერდზე გიდგავართ. ლხინში კი ყველაზე კარგად ჩვენთან ერთად გართობისას გრძნობთ თავს და ხშირად ამბობთ ,,მაგარი კაცია ძაან!” – ს
იმაშიც გამოგიტყდებით, რომ ყოველთვის ვღებულობთ თქვენგან კომპლიმენტებს: ,,რა სიმპატიურად გამოიყურები”, ,,ვა, ასაკი ვაფშე არ გემჩნევა ტოო, რა ვიდზე ხარ!”.
ყველას მოვწონვართ და ვუყვარვართ თუ არ იციან, რომ განსხვავებული ორიენტაციის ვართ – ჩვენთან მეგობრობა, გართობა, მუშაობა ყველას უნდა.
და მაინც, ვინ არიან ქართველი გეები?
ადამიანები, რომლებიც ზოგადად, თქვენს უფლებებს იცავენ ყველა მიმართულებით, ცდილობენ გაგინათონ გონება, შექმნან ღირსეული გარემო და ქვეყანა
ხალხი, რომელიც სხვა მოქალაქეებზე ზრუნავს და უმრავლესობასავით მხოლორ საკუთარ კეთილდღეობაზე არ აგებს მის კარიერას
ყოველ საღამოს, როდესაც სახლში მიდიხართ და გულმოუთმენლად ელოდებით სატელევიზიო ეთერით დადგმულ შოუებს გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ნამუშევარი და შემოქმედებაა.
როდესაც რადიოში ამაღელვებელ მუსიკას ისმენთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვართ მისი ავტორები და შემსრულებლები
კმაყოფილი ხართ თბილისის ან მსოფლიოს სხვა ქალაქების იერსახით, არქიტექტურითა თუ დიზაინით? დიახ, ჩვენი შექმნილია!
აღგაფრთოვანებთ დრამატული ხელოვნება როდესაც მიდიხართ თეატრსა თუ ოპერაში? ეს ჩვენ ვართ და ჩვენი ნამუშევარია!
რამდენგზის ჩემპიონები ვართ სპორტის რიგ სახეობებში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახი გვყვავს!
მოტანასადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ახერხებს თავისი ნიჭით საზღვარგარეთ წასვლას, განათლების მიღებას და გამოცდილების საკუთარ ქვეყანაში ჩამოტანას
უბრალოდ კარგი ადამიანები, ვისაც სიყვარული უნდა.
რატომ არიან ჰომოსექსუალები ასეთი ძლიერები და წარმატებულები?
როდესაც ვაანალიზებთ (ძირითადად ბავშვობაში), რომ ჩვენი ბუნება განსხვავებულია და არ გვიზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ჩვენს სულში დიდი ქარტეხილი იწყება. ეს ის ასაკი და მდგომარეობაა, როცა ვერავის ვერაფერს ეუბნები, მარტო იტანჯები, განიცდი ფსიქოლოგიურ ტრავმას (მხოლოდ შენს გარშემო შექმნილი საზოგადოებრივი აზრის გამო) რომლის გადალახვის შემდეგ გინდა თუ არ გინდა ძლიერდები და ცხოვრებისეული სირთულეები აღარაფერია იმასთან შედარებით, რაც ეს ქარტეხილია (წარუმატებლობა, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, სტრესი და ა.შ.). ბევრი ადამიანი ამ ქარტეხილს ვერ უძლებს რაც ხშირად ნაადრევ ასაკში ცოლის მოყვანით, ქვეყნიდან გაქცევით, განცალკევებით, ფსიქოლოგიური ტრავმით მთავრდება. ზოგჯერ კი – თვითმკვლელობით.
ჩემი წერილის ბოლოს მინდა გითხრათ, რომ არ უნდა გძულდეთ და გეშინოდეთ ჩვენი. პირიქით, გვეცით პატივი, ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და კიდევ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი საქართველოს დიდი ნაწილი ჩვენი აშენებულია!
ჩათვალეთ, რომ თქვენი 10 მეგობრიდან 3 ჰომოსექსუალია და თქვენ ეს არ იცით.
ჩემი თხოვნა იქნება: გაიჩინეთ საკუთარი აზრი და ნუ მიყვებით კონკრეტულ ადამიანებს, ნუ გააღმერთებთ, მე არ უნდა გახსენებდეთ, რომ ღმერთი სიყვარულია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline statusi (24)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.