Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
MAVNE98 blog
რამდენი ტკივილი და სევდა ტრალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულს უთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი..

Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline MAVNE98
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.