Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nika-w blog

ნუ გადამაქცევ სიყვარულის მათხოვრად ღმერთო,

ნუ გადამაქცევ სიყვარულის მათხოვრად ღმერთო, ის შემაყვარე ვინც სიყვარულს თვითონაც შემთხოვს, მერე ორივეს გაგვიმტკიცე ეს გრძნობა ღმერთო, რომ შენი გზებით სიარული ჩვენ ერთად შევძლოთ, თუ ჯვრისწერამდე ერთად ყოფნა შენ აგვიკრძალე, ჯვარი დაგვწერე ერთად ყოფნა თვითონ გვიბრძანე, ორივე ერთად სიკეთის გზით შენ დაგვიმგზავრე, გთხოვ ანგელოზი სიმართლისა წინ წაგვიმძღვარე, მოგვეც შვილები სიყვარულის ტკბილი ნაყოფი, ოღონდ არიყვნენ უგუნურნი ან ავადმყოფნი, ძალა მოგვეცი მათი აღზრდა ჩვენ სწორად შევძლოთ, და ყველამ ერთად ბედნიერად ცხოვრება შევძლოთ, ნუ გადამაქცევ სიყვარულის მათხოვრად ღმერთო, ის შემაყვარე ვინც სიყვარულს თვითონაც შემთხოვს, და ამ ყველაფერს წრფელი გულით იმიტომ შეგთხოვ, ჩემი ოცნების რეალობად გარდაქმნა შევძლო..

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.