Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nika-w blog

მიყვარს ზამთარი!

მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებითდა გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარსდა თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი.რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს,შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მეკვლე მოვიდა,ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.