Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mea blog

კიდევ ერთი სასწაული "დედოფლის" შესახებ

12195812_1656599097944955_2659984233326423140_n.jpg?oh=5efadaf8b8cdc44bba1dfc986d7d33e2&oe=56AF364E&__gda__=1454533406_9a42040d32d258bce45922ccbb4634ac
ჩვენი მეგობარი მოსკოვში ცხოვრობს. ის იმყოფებოდა წმინდა მატრონას წმინდა ნაწილების მოსალოცად. ტაძრიდან გამოსვლის წინ დედებმა ყვავილები აჩუქეს ყველა იმ ადამიანის სახელზე, ვისზეც დატოვა მოსახსენიებელი. ასეთი ტრადიციაა, რომ შემდეგ ამ ყვავილს აშრობენ და ინახავენ. ჩვენმა მეგობარმაც ასე გააშრო გათბობის მოწყობილობაზე ყვავილები, რომლებიც უმალვე გახმა და ჰერბარიუმის სახე მიიღო, თუმცა ჩვენი ოჯახის სახელზე ნაჩუქარ შროშანებს გამოშრობის არაფერი ეტყობოდათ. შროშანი ხომ ღვთისმშობლის ყვავილად აღიქმება და როდესაც გავიგე, რომ დედებმა სწორედ შროშანი მისცეს მენიშნა. ჩვენი მეგობარი რამდენიმე დღე აშრობდა ამ შროშანსაც, მაგრამ არ გაშრა. ამასობაში ჩამოვიდა თბილისში და ყვავილებიც ჩამოიტანა. რამოდენიმე დღე ვერ ვნახე და შესაბამისად შროშანი კვლავ გასაშრობად დადო, როგორც არის წესი. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი ყვავილები სრულიად გამოშრა რადგან ჯამშ ალბათ ათ დღეზე მეტიც გავიდა, შროშანმა კოკრების გაშლა დაიწყო. უკვე მესამე დღე დაღამდა, რაც ეს შროშანი უწყლოდ დევს "დედოფლის" ხატის წინ და მისი ყვავილები იშლება. დღეს მეორე კოკორმაც დაიწყო გაშლა და საოცარ სურნელსაც აფრქვევს.
10418867_1498009320470601_6741971845021713164_n.jpg?oh=7a518dcc549b6c50b4379ee746e555dd&oe=56BD7643


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mea (103)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.