Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bawibawi blog

პ ა ლ ა ტ ა #111#

მაშინდელი დათოვლილი საღამოები გასაკუთრებულად მახსენდება, ის დღეები განსაკუთრებული ემოციებით, განსაკუთრებული ღიმილებით.
ზამთრის ცივი საღამო იყო როდესაც სახლისაკენ მოვიჩქაროდი, ქუჩაში მხოლოდ მანქანები დადიოდნენ არა ადამიანები....
სახლს რომ მოვუახლოვდი გული სხვანაირად ამიჩქარდა, ვიცოდი მელოდი...
გზად მაღაზიაში შევიარე რომ შენთვის ბევრი ალუბლის მაფინი მეყიდა, ხომ ვიცოდი როგორ გიყვარდა, გიჟდებოდი. სახლთან ახლოს ხეებთან დავდექი, ღრმად ამოვისუნთქე და ცაში ავიხედე თოვლის ფანტელებმა დაიწყეს ჩემს სახეზე სირბილი, საოცარი შეგრძნება იყო, მხოლოდ ასე თ უ იგრძნობ ცის ძალასო სულ ასე ამბობდი. რამდენჯერ ვმდგარვართ ქუჩებში ცისკენ გაშვერილი სახეებით...
მერე სახლს გამოვხედე, ჩ ვ ე ნ ი ფანჯრებიდან მბჟუტავი შუქი მოჩანდა და შენი ჩრდილი . . . ვუყურებდი შენს ჩრდილს და ვფიქრობდი, გარეთ კი თოვდა თოვდა და თოვდა .. .
იცი? არვიცოდი როგორ ამეხსნა ან მეთქვა ის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, როგორ ამეხსნა შენთვის რომ სულ რაღაც ერთ თვეში ერთმანეთისთვის დავსრულდებოდით , და სიცარიელეში მაჩუქებდი ბინას...
დღეს რაც შენმა ექიმმა მითხრა რომ სიმსივნის დიაგნოზი დაგიდგინდა მას შემდეგ მგონია მოვკვდი, ხო ცოცხალი გვამივით გავხდი, თითქოს სისხლიც გამეყინა აზროვნებასთან ერთად. იქ, საშინელებები ჩავიდინე ბოლო ხმაზე ვკიოდი როცა მითხრა ,როგორ უნდა წარმომედგინა რომ შენ ცოტახანში აღარ იქნებოდი, სადღაც ჩემს გარეშე გადაცხოვრდებოდი, როგორ შევხებოდი შენს გაყინულ ხელებს ამ ყველაფრის გაანალიზება იმდენად მიჭირდა ,ბოლოს ძალა მოვიკრიბე ვუთხარი რომ შენ მე ვერ დამტოვებდი , შენ არ მოკვდებოდი კარი გამოვიჯახუნე და წამოვედი...
არაფერსაც არ გეტყვი ჩვენ სულ ყოველთვის ერთად ვიქნებით, ეს თხოვნა არაა ეს მოთხოვნაა!
კიბეებზე ნელა ამოვდიოდი როდესაც ჩემი საყვარელი საჭმლის სურნელი მთელ სადარბაზოში ტრიალებდა, გამეღიმა, ნაბიჯს ავუჩქარე, (ეს ყველაფერი , ეს სიგიჟე როგორ შეიძლება ღმერთმო დაასრულო?! გავიფიქრე... )
რომ დავაკაკუნე კარი მთელი სისწრაფით გამიღე ,შუბლზე მაკოცე ხელში საინები გეჭირა და მითხარი :
ედი: რატომ დააგვიანე ძვირფასო? რა ხანია გელი,
მე : იცი , შენს საყვარელ მაფინებზე შევიარე და ცოტა ლოდინი მომიწია, რიგში ვიდექი.
ედი: ოჰ, ღმერთო ხომ გთხოვე პირდაპირ სახლში მოდი თქო, მიდი ჭიქები მოიტანე, მე ღვინოს გავხსნი, ვახშამის ბოლოს კი შენი ჩემდამი მორთმეული მაფინები მივირთვათ, რომელმაც შენი ნახვის ერთი საათი წამართვა ....
როგორ დამავიწყდა , იმ დღეს მეთქვა რომ შენი მომზადებული ვახშამი უგემრიელესი იყო, მერე მაფინებს ისე მოუხდა წითელი ღვინო კიდევ წავედით მოსატანად და თითქმის მთელი ღამე ქუჩაში ვიბოდიალეთ , ვიცოდი როგორ გიყვარდა ზამთარი და ის თოვლიც ისეთი საოცრება იყო , თითქოს იმ ნაადრევ ზამთარს იმ დაწყევლილ 11 ნოემბერს შენთვის გათოვდა, მერე როდესაც გამთენიისას სახლში დავბრუნდით მოგატყუე რომ თავი მტკიოდა და ვერ ვიძინებდი, როცა ოთახში შემოვედი უკვე გეძინა მთელი ღამე შენი თავი კალთაში მქონდა და შენს თმებში უსასრულოდ ვაბოდიალებდი ჩემს პაწაწინა თითებს. გიყურებდი, გიყურებდი და ვითვლიდი შენს ყველა სუნთქვას, მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ის ღამე. მივხვდი რომ ჩემი ეგოიზმი იმდენად დიდი იყო რომ იქნებ რეალურად შეხედვა ჯობდა , იქნებ მართლაც მალე დამტოვებდი, ვუმეორებდი ჩემს თავს ამ ყველაფერს სანამ ერთ აზრამდე არ მივედი... შენ მხოლოდ რამოდენიმე ოცნება გქონდა , უფრო სწორად ჩვენ მხოლოდ ერთმანეთში გადაჯაჭვული ოცნებები გვქონდა, ორივეს ნანატრი , ბევრი ავიხდინეთ მაგრამ ეს ოცნებებიც უნდა ამეხდინა, მხოლოდ ერთი თვე მქონდა...
დილით საინფორმაციოში გადავრეკე ვეძებდი საუკეთესო ტანგოს მასწავლებელს, რომელიც უახლოს რამოდენიმე დღეში ტანგოს შეგვასწავლიდა, და ჩვენ ამას აუციელებლად შევძლებდით ...მერე ბანკში შევედი ჩვენი შეძენილი ბინა აუქციონზე გავყიდე , ორი ბილეთი შევიძინე ვერონისაკენ, სადაც ყოველთვის გვინდოა წასვლა და უსახსრობის გამო ვერ შევძელით, იქ ვერონაში, იმ აივნის ქვეშ ,ჩენც გვინდოდა რომ ერთმანეთისთვის ვერგამოუთქმელი და ვერ ნათქვამი სიტყვებზე ფურცლებზე დაგვეწერა და დაგვეტოვებინა, მერე კი, ერთმანეთი უსიტყვოდ აგვეხდინა...
შენი და ჩემი მშობლებისთვის ვიყიდე ბილეთები რომ ჩვენთან ჩამოსულიყვნენ, დავურეკე და ვუთხარი რომ ვაპირებდით დაქორწინებას მთელი ჟრიამულით დასრულდა ეს სატელეფონო საუბრები, ვუთხარი რომ ასე გადავწყვიტეთ მხოლოდ მე და შენ და მშობლები, იმედი მაქვს ოდესმე მაპატიებ რომ ეს ყოველივე შენს გარეშე გავაკეთე, თუმცა ერთი ორი ან რამოდენიმე ოცნება ხომ მაინც აგიხდინე...
იცი ? მაშინ მივხდი როგორი სისწრაფით გადის დრო და ამას აქამდე ვერ ვგრძნობდი, შენთნან ერთად დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა , აი სულ რაღაც წამებში წუთებში ადამიანები სადღაც იბადებიან , სადღაც კვდებიან, მაგრამ როგრ შემეძლო წარმომედგინა შენი დახუჭული თვალები სამუდამოდ , ცივ სასახლეში როგორ წარმომედგინე? !
საღამოს ბევრი ტანისამოსით და საჩუქრით სახლში დავბრუნდი, ისევ იწექი, გეძინა, აკანკალებულმა გაგაღვიძე, მძიმედ, ამოვისუნთქე...ღვინოს აბრალებდი თავის საშინელს ტკივილს, თუმცა ვიცოდი რომ ეს ყოველივე ღვინის ბრალი არ იყო, მერე სადილი მოგიმზადე და რამოდენიმე აბი მედიკამენტი სადილში ჩაგიყარე როგორც ექიმმა მითხრა.. თავს უკეთ გრძნობდი, მე არაფერს ვიმჩნევდი...
მე: იცი ედდ შენთვის ერთი სურპრიზი მაქვს ?( ძლივს ამოვღერღე)
ედი: რა სურპრიზი? შენ ხარ ყველაზე დიდი სურპრიზი ჩემი ცხოვრების, თანაც დაუსრულებელი...
მე: კი, კი ეს ვიცი ძვირფასო მაგრამ, იცი დედამ რაღაც გარკვეული თანხა მაჩუქა , მეც ჩემი დანაზოგი მაქვს და გადავწყვიტე რომ დავქორწინდეთ, უარს ახლა მე აღარ მივიღებ.
ედი: ოჰ !!! კი მაგრამ, ღმერთო ჩემო! მე ეს რამდენჯერ გთხოვე და შენ სულ იმას იმეორებდი ჯერ ადრეაო, ახლა რა შეიცვალა? აქამდე რატომ არ დამთანხმდი ?
მე: ვიფიქრე ვიიფქრე და ბევრი ფიქრი რომ კარგს არაფერს მოგვიტანს მივხვდი, ჩვენ ისე ვართ თითქოს ერთ სხეულივით ვგრძნობთ ერთმანეთს , ისე დაუსრულებლად გვიყვარს ერთმანეთი ,რაღას ველოდოთ? რამოდენიმე დღეში ჩემი დაბადების დღეა ,ჩემს დაბადების იუბილეზე ვიქორწინებთ, დღეს ტანგოს პირველი გაკვეთილი გვაქვს გთხოვ წადი მოემზადე, ეს მეორე სურპრიზია და მესამე ჩვენი მშობლები ხვალ საღამოს აქ იქნებიან, ხოლო მაზეგ ვერონაში მივფრინავთ.
ედი: ოჰ, არა ! არ არსებობს ჩვენ ნანატრ ტანგოს ვისწავლით?
ვერონაში ჩავალთ? არ მჯერა არ მჯერა. ეს ტყუილია, თითქმის მთელი სამი წლის შემდეგ ყველა ოცნება ერთად ახდება, ნუთუ ეს სიმართლე? ხვდები რას ამბობ? ახლა შეიძლება გულიც კი გამისკდეს,.. და ჩემი საყვარელი კოსტიუმიც მომიტანე, როგორ აგიღწერო სიტყვებით ამ ბედნიერების წამები როგორ გამოვხატო? როგორ გამოვხატო ჩემი შენდამი სიყვარული?
ფანჯარასთან მივიდა, ფანჯარა გამოაღო და ბოლო ხმაზე ყვიროდა ლისსსა მიყვარხააააააარ !
მიყვარხარრრრრრრრრრ!
მიყვარხარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ!
მე ბედნიერებისგან ვიცინოდი , მისი სიტყვები მისი მიყვარხარ ,მისი სიხარული მაგიჟებდა...
მერე კი ჩემთან მოვიდა როგორც პირველად ისე ჩამეხუტა, მგონი ათიათასჯერ მაკოცა ...
განსაკუთრებულად მოვემზადეთ, სახლიდან პირველი ის გავიდა შემდეგ კი მე , ვითომ ქუჩაში შემთხვევით ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, ხშირად ვთაამაშობდით ასეთ სცენებს, ჩვენი ცხოვრება დიდი მოთხრობა იყო, დაუწერელი მოთხრობა , და როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს საპირისპირო ქუჩაზე, ძალიან ნაზად ერთმანეთს გავუღიმეთ, და ტანგოს პირველ გაკვეთილზე წავედით...
პირველმა დღემ აღტაცებით, ბევრი ვერ გამოუთქმელი სიტყვებით ჩაიარა, გარეთ კი იმდენი ფეიერვერკი იყო , როგორც ახლა ჩამესმის ამ წამს, თითქოს ქვეყნიერება აღნნიშნავდა ჩვენს ბედნიერებას, ქუჩაში გამოვედით, ჩვენსს საყვარელ პარკში ჩამოვჯექით იმ სკამზე სადაც პირველად შემთხვევით შევხვდით, მოდი მოგიყვებით ჩვენს აქამდე მოსვლას ჩვენს დარღვეულ სიმშვიდეებს...
11 ივლისი იყო, დილით ადრე გავიღვიძე, ჩემი ზაფხულისფერი კაბა ჩავიცვი და სამსახურში წასვლამდე 1 საათით ადრე სიმშვიდე მოვიწყვე, ვიყიდე ძლიერი ყავა,, თამბაქო და ''garden of eden''- ში ჩამოვჯექი, ასე ეძახდა ხალხი რადგან, ყველა ხე იყო აჭრელებული იმ პარკში , ყველა შეყვარებული ყველა ფოთოლზე რაღაცას წერდა, რაღაც პოეტურს , ყველა ვიღაცას რაღაცას უძღვნიდა,... არვიცი ადამაინებმა რატომ გადაწყვიტეს ეს სახელი დაერქვათ ამ პარკისთვის თუმცა იქიდან ,მთელი ქალაქი ისეთი ლამაზი მოჩანდა, ხეები იყო გარშემო, ბევრი ბევრი ხე . სკამები, აბიბინებული ბალახი, უამრავი მზის სხივი და აქა იქ გაშენებული ლურჯი ვარდები . ჩამოვჯექი და ამოვისუნთქე ყავის გემრიელი ყლუპი მოვსვი და თამბქოს მოვუკიდე, ხელჩანთიდან საწერი კალამი და ჩემი ყოველდღიური მეგობარი ფურცლები ამოვიღე ,თვალები დავხუჭე წინა ღამის სიზმრების აღსაქმელად, თითქმის ყოველ დღე ვიწერდი იმ ირეალური სამყაროს ამბებს რაც ღამით გადამხდებოდა ხოლმე , მერე რეალობას და სიზმრებს ერთმანეთს ვადარებდი. თვალები როდესაც გავახლიე ჩემს წინ მამაკაცი იდგა, ისეთი სასიამოვნო იყო იქ , იმ ,მომენტში მისი დანახვა რომ გამეღიმა ... ხელში შოკოლადის კრუასანები ეჭირა და ერთი გამომიწოდა თან დააყოლა გიცვლი ერთ ჩანაწერში , ან ახლა რასაც დაწერ ან ძველში ,მე ვუთხარი რომ ეს არც ისე საინტერესო იყო, თუმცა ამოიჩემა რატომ მე მაინტერესებსო. გადავწყვიტე რომელიმე სიზმარი მისთვის მეჩუქებინა, ამოვიღე ერთ-ერთი ღამის ჩანაწერი და მივაწოდე, გვერძე ჩამოჯდა და დიდი ინტერესით დაიწყო კითხვა, ბოლოს კი ფურცელი ჩემს მუხლებზე მყოფ სიზმრებში ჩადო და თქვა:
ნუთუ ასეთი სიზმრები შეიძლება ნახო ?საოცარია, აი მე კი ვერ ვიმახსოვრებ სიზმრებს სამწუხაროა,... იქნებ ასე ლამაზად ოდესმე მეც დამეწერა ...
დავიბენი, გიჟიივით წამოვხტი და ვუთხარი რომ მაგვიანდებოდა, მადლობა გადავუხადე კრუასანისთვის და სამსახურისკენ წავედი...
საღამოს სახლთან დაბრუნებულს კართან წერილი დამხვდა,'' გთხოვ დღეში ერთი წუთი დამითმე , არა საათი არა, მხოლოდ ერთი წ უ თ ი, შენს ფიქრებს სთხოვე იქნებ დაუშვან! იქნებ შენი სიზმრების მომდევნო ჩანაწერი მე გავხდე, მეც ამღწერე , ჩემზეც დაწერე, შემდეგ კი გადავალ დღეებზე , შემდეგ ღამეებზე მერე უსასრულო რამეებზე '' გამეღიმა გამიკვირდა და კარი მთელი სისწრაფით დავკეტე...
გაგიკვირდებათ და 2 კვირის განმავლობაში ის ადამაინი მართლაც ჩემი სიზმრის გმირი გახდა, რა თქმა უნდა ყველა დღის ჩანაწერი მას ეკუთვნოდა, ხშირად ბავშვობას ვხედავდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი რა კავშირში იყო ე ს ყველაფერი მასთან , ყოველი სიზმარი მართლაც მის თავს მჩუქნიდა, თითქოს მომწამლა, სისხლში ნაწილაკებად გამიჯდა , მასთან ერთად თითქმის ყველგან ვიმოგზაურე, არსებულში თუ არაარსებულში...
მერე კი იყო ბევრი ვარდები, ბევრი სიმთვრალეები, სიფხიზლეები, ღიმილები, ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებები, ის ჩემი დაუვიწყარი სიზმარი გახდა მე კი ,მისი...
ბოლოს კი აღმოჩნდა ის რასაც არცერთი ველოდით, როდესაც ყველაფერი მოვყევით ჩვენზე, ბავშვობიდან დღემდე, იმ ბავშვობიდან ზუსტად ბავშვობიდანნ ავხდით ერთმანეთში,
მძიმე პერიოდში გასაჭირის ჟამს, ბავშვობაში სამწუხარო დღეების შემსწრე გავხდი , ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ყველას ერთად გვეცხოვრა მაგრამ , ყოველთვის ყველაფერს ვერ გათვლი... ყველაზე დიდი მე გახდლით შვილებიდან 11 წლის, საშინელი დრო იყო, პურს რომ ჭამდნენ დაბალი ფენის ადამიანები ერთმანეთს უყურებდნენ იქნებ სადმე ნამცებები დაეცესო. ჩემი ორი ტყუპი ძმა დეიდამ წაიყვანა, მას ცოტა შეძლებული ოჯახი ჰქონდა, თუმცა საშინელი ქმარი ჰყავდა... იმ ფაქტმა ყველა გაკვირვებული დაგვტოვა ჩემი ძმები რომ შეიფარა... დავრჩით მე და კიდევ ორი და, მამა ომში მიჰყავდათ ეს გარდაუვალი იყო, ჩემი ორი და დედას მივაბარე, მამა თვალცრემლიანებმა ომში გავაცილეთ. მე კი ჩემი ფეხით წავედი ბავშვთა თავშესაფარში. რადგან სკოლაში არ შემეძლო სიარული , თავშესაფარში კი ეს ყოველივე ჰქონდათ, განათლება მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახისთვის . ვიცოდი გამიჭირდებოდა თუმცა უნდა გავძლიერებულიყავი უნდა შემძლებოდა... სახლში დიდი წერილი დავტოვე, რაღაც დანაზოგი ჰქონდათ როგორმე თავს გაიტანდნენ, ჩემი ყულაბაც წერილთან დავდე ...
როდესაც საძინებელ ოთახში გამზრდელმა შემიყვანა ირგვლივ ნესტის და მარტოობის სუნი იდგა... სამი კოშმარული ღამე ტირილში გავატარე, მიჭირდა ყველას გარეშე იქ ყოფნა, იმ არაფრის მთქმელ სახეებთან ერთად ცხოვრება, ყოველდღე ვხედავდი დედა-შვილის განშორებას. დღისით მხნედ დავიარებოდი, არაფერს ვიმჩნევდი, სულ ეზოს ჭიშკარს გავყურებდი, მშობლებს ველოდი... ერთი კვირის შემდეგ დედამ მომაკითხვა ჩამეხუტა და მითხრა, აქ დიდხანს არ დაგტოვებო, ვუთხარი თავს კარგად ვგრძნობ თქო, თუმცა ეს დიდი ტყუილი იყო, არ მინდოდა რაიმე ეგრძნო, რაიმე შეემჩნია ისედაც გამოუვალ მდგომარეობაში იყო, შემდეგ კი წავიდა...
ორი დღე არაფერს ვჭამდი, ერთ დილას კი ჩემს საწოლის თავთან სამი ცალი ნამცხვარი და რძე დამხვდა, წერილიც იდო ჭამე და გარეთ მხოლოდ მას შემდეგ გამოდი კარუსელზე დამინახავო... ბავშვურად გამეღიმა, ნამცხვარიც მივირთვი და რძეც სიამოვნებით დავლიე, შემდეგ ავდექი ჩავიცვი და კარუსელებთან გავედი, ედი კარუსელზე იჯდა თვალები დახუჭული ჰქონდა, გაგიჟებით ფეხებს იქნევდა. რო მ მივედი არაფერი უთქვამს გამიღიმა და მეორე კარუსელისკენ თვალებით მიმითითა, ასე ერთი საათი ვქანაობდით კარუსელზე სანამ გულის რევის შეგრძნებამდე არ მიმიყვანა ამ ყოველივემ...
ედის ჩემნაიირ ბავშვობა არ ჰქონდა, ის გაურკვევლობაში მოხვდა უბრალოდ, დედ-მამა გაშორდნენ, სანამ ამ ყველაფერს გაარკვევდნენ იმ პერიოდში ასე ამჯობინეს რომ ბავშვი თავშესაფარში ყოფილიყო, კიდევ კარგი რომ ეს მაინც გადაწყვიტეს , ორივე ალკოჰოლიკი იყო, რომელისთვის გინდოდაა მოგეთხოვა პასუხი?!
ასე გადიოდა დრო, ედი კი ყოველ დილით სამზარულოდან მოპარულ საკვებს სულ თავთან მახვედრებდა, წერილებთან ერთად, იქაურობა მძულდა, ფსიქიკის დარღვევამდე სულ ცოტა მაკლდა , მან მომისწრო, მან ,შემიფარა ბავშვურ სითბოში .სულ მიცავდა, დიდი ბიჭივით იქცეოდა.აი , მერე შევხვდით ერთმანეთს გაზრდილები, მაგრამ ერთმანეთი ვერ ვიცანით, მხოლო სულებმა იგრძნეს რაღაც უჩვეულო ,რაც არ გვაძლევდა საშუალებას ერთმანეთი მიგვეტოვებინა ....
შემდეგ იყო ჯანსაღი ფლირტი, ბევრი შეხვედრები, როდესაც მივხვდით რომ ამ შეხვედრებს აზრი არ ჰქონდა და ერმანეთის გარეშე დაძინება და გაღვიძება გვიჭირდა არ დავაყოვნეთ და ავაშენეთ ბუდე, იმ ჩიტებივით რომლებსაც ის ყოველ დილით საკენკს უყრიდა, რომელშიც აქამდე ვცხოვრობდით სანამ მე ყველა ბედნიერი დღე, ყველა ემოცია, არ გავყიდე... თუმცა მქონდა მხოლოდ ერთი თვე არვიცი , ექიმმა ხომ ასე თქვა ...
ზუსტად სამ დღეში შევისწავლეთ ჩვენი ნანატრი ტანგო, ქორწინების დღეს კი ორივე ისეთი დაბნნეულები ვიყავით ორივეს გადაგვავიწყდა მშობლების დახვედრაა აეროპორტში... შენ უკვე ჯანმრთელობა გაწუხებდა თუმცა ჩემთან ამ ყველაფერს არ იმჩნევდი, ყოველთვის ყველაფერს რაღაც უმნიშვნელოს მიაწერდი, ხოლმე. იმ დღეს ქორწინების დღეს რატომ მითხარი რომ ისეთი ხანმოკლეა ეს ყველაფერი ასე მგონია ბოლო დღეა ჩემი ცხოვრებისო....
ჩვენი ნიშნობა ქორწინებს იმ სიყვარულის ბაღში შედგა, ედემის ბაღში , იმ გავლელ გამოვლელებთან ერთად ვინც იქ იყრიდა ხოლმე თავს , და ჩვენი მშობლებიც ხელის მოწერის შემდეგ აღფრთოვანებულები უკრავდნენ ტაშს, სიმძიმეს ვგრძნობდი საშინელ სიმძიმეს , სიშორეს თან ბედნიერება არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ ეს ყველაფერი განმეცადა, მიმეღო, გამეთავისებინა... შემდეგ ორკესტრმა დაუკრა ის გიჟური ტანგოც, ბევრი ოვაცია, ცოტა ღვინო, ჩვენი ბედნიერი ღიმილნარევი სახეები და რამოდენიმე ფეიერვერკი...
საღამოს ისევ შეუძლოდ გახდი, სახლში დაბრუნებულს სახლთან ვარდების ბაღი დამახვედრე და ძლივს თქვი ეს იყო ჩემი დაბადების დღის საჩუქარიო, იცოდი როგორ არანორმალურად მიყვარდა ლურჯი ვარდები და იქვე ფანჯრებთან გამიშენე ბაღი ,რომ ჩემი ყოველი დილა უფრო მეტად გალამაზებულიყო....
იმ ღამეს ტერასაზე შეზლუნგებზე ვიწექით და თოვლს ვუყურებდი თ, ჩვენი ხელები ერთმანეთში ისე გადახლართულიყო თითქოს ვინმე გვართმევდა ერთმანეთს ,ვსაუბრობდით იმ საღამმოზე ემოციებზე, მერე ორივეს ჩაგვეძინა, დილით სიცივემ სუსხმა გამომაღვიძა, გასაოცრად ბარდნიდა ...
შენი ხელი ისევ ჩემს გულთან იყო შორიახლოს , მაგრამ ვერაფერს გრძნობდა ის ცივი იყო ...
რატომ არ ამისრულე, ვერონაში წასვლა რატომ ?
ის ერთი დილაც ხომ შეგეძლო გეცოცხლა ჩვენი ოცნებებისთვის???
ხომ შეგეძლო ისევ მიყვარხარ გეთქვა, როგორც ყოველ დილით?
ასეთი გაყინული , გაქვავებული რატომ იწექი იქ და არაფერს ამბობდი?
ვიჯექი, შენი გაყინული ხელები ხელში მეჭირა, და ჩემი ფილტვებიდან წამოსული ჰაერით ვათბობდი გიჟივით...
ექიმის ნათქვამი ერთი თვე მხოლოდ რამოდენიმე დღეში დასრულდა, როგორ გაპატიო აქ ამ უფერო რეალობაში ჩემი დატოვება?!
ვიჯექი იმ გაყინულ და გაყიდულ სახლში , შენს გარეშე და ჭერს მივშტერებოდი, ვფიქრობდი როგორ მეცხოვრა უშენოდ... როდესაც ნივთების შეგროვება დავიწყე შენს ნივთებში რამოდენიმე აუდიო ჩანაწერი ვნახე, ჩემი არყოფნის პერიოდში თურმე ყოველ დღეს იწერდი და ჩემს მონატრებაზე სივრცეებს ესაუბრებოდი...
მერე იყო ოთხი სუუიციდის მცდელობა, ოთხივეჯერ მოახერხეს და გადამარჩინეს, სიკვდილიც ვერ შევძელი ისე დავსუსტდი ...
ეს ცხოვრებაა? იმ ადამიანების გარეშე ვინც ასე გულით გვიყვარს ასე გვწადია? და მაინც მიდის და მაინც გვტოვებს....
დღეს 11 ივლისია ჩვენი შეხვედრის დღე, წუხელ სიზმარში გნახე, იმ დღიდან 31 წელი გავიდა .ახლა ჩემი თმები იმ თოვლივით გადათეთრებულია ,შენ რომ გიყვარდა, ნაოჭებმა კანი დამიბზარეს , ვერ დაითვლიდი აქ რომ მყავდე, თუმცა როცა მახსენდები ისევ ისე ვიღიმი...
არ დამვიწყებიხარ, არცერთი დღე არ მიცხოვრია შენს გარეშე, არ დაიჯერო, რადგან ყოველ დილით, გაღვიძებისას მხოლოდ სამ სიტყვას ვამბობ ლოცვასავით
'' დილამშვიდობისა, ჩემო სიყვარულო'' ...


ფეხის ხმა ისმის ვიღაც მოდის, გემშვიდობები...
ლისსსაააა ააა!
ლისსა ააააა!
ქალბატონო ლისსსა მედიკამენტის მიღების დროა: თქვა სანიტარმა.
მე შეშლილი ვარ?
ვთქვი და წამალი წყალის გარეშე ბოღმასთან ერთად გადავყლაპე !!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

Madona2507 (32)
ხომ შეგეძლო ისევ მიყვარხარ გეთქვა, როგორც ყოველ დილით?ასეთი გაყინული , გაქვავებული რატომ იწექი იქ და არაფერს ამბობდი?ვიჯექი, შენი გაყინული ხელები ხელში მეჭირა, და ჩემი ფილტვებიდან წამოსული ჰაერით ვათბობდი გიჟივით... როგორ გაპატიო აქ ამ უფერო რეალობაში ჩემი დატოვება?!
#2, 20.11.2015 - 13:52
Madona2507 (32)
Zalian magaria. Me vici ra aris sayvareli adamianis dakargva da mis gareshe cxovreba rogori uferuli da shav-tetria ....
#1, 20.11.2015 - 13:51
 

User
offline bawibawi (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.