Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bawibawi blog

შენ ალბათ ოდესღაც, მოხვალ და გაიგებ..!

ზოგჯეერ ძალა აღარ მაქვს რომ, ეს თითქოს შემჭიდროვებული ყოფნა არ არყოფნა რაიმეთი შევავსო, იმ არაფრისმთქმელ ან არაფრის მომცემ ადამიანებისგან ვინც ჩემს ცხოვრებაში ყვავილებივით გამოჩნდებით ხოლმე, იმ ყვავილებივით რომლებიც 2 ან 3 დღეში ჭკნებიან და მერე სამუდამოდ ქრებიან...
მოდი დავიწყოთ საუბარი ციდან, იმ ღრუბლებიდან რომელსაც მე და შენ თითქმის ყოველდღე ვუყურებთ, ყოველდღე ვაკვირდებით, ყოველ სხივს,... მაგრამ ვერაფერს ვერ ვიგებთ.
სადღაც მიწისქვეშეთიდან რომ ვგრძნობთ ერთმანეთს , თითქოს აქ ახლოს არ გვყავდეს ერთმანეთი და ერმანეთს ისე გავურბით უსივრცოდ, უსიტყვოდ...
და მერე მაინც ვპოულობთ ერთმანეთს ისევ იმმ, მიძინებულ ერთიმეორეს, სადღაც ახლოს ჩვენს თვალებში ფერებად გალეულს...
იცი? ბეღურები კი ტოვებენ აქაურობას როდესაც ქარები იწყებენ მონატრების უარყოფას მაგრამ, მე სად გავჩნდი სად დავიბადე შენ რომ ვერ გტოვებ?!
ისიც არვიცი რა ფრინველი ვარ, რადგან ვერ შეგასხი ფერადი ფრთები რომ ჩემთან ერთად და,მკვიდრებულ თუ გამოგონილ ბედნიერებაში ვერ გადმოგაცხოვრე..
როდესაც გეგონა რომ სამყარო თავზე დაგენგრა,
მე ახალი სამყაროს გასაღები სრულიად უსასყიდლოდ გაჩუქე, იმ სამმყაროშიც ვერაფრით მოთავსდი ... მე რა ხელები მაქვს ისეთი რომელიც ვერაფრით გამითბე, და შენი სისხლი ვერაფრით გაუჯდა ჩემს სისხლის უჯრედებს,
იცი? როგორ ჰაერი გიყვარს ისიც ვერ გავიგე, რადგან ჩემი ფილტვებიდან წამოსული ჟანგბადი არაერთხელ ხარბად ჩაისუნთქე, თუმცა ეს სიყვარულის ვარდისფერი სხივები მაინც ვერაფრით გადავარჩინეთ... იცოდი რომ თოვლის ფანტელები მზის გაჯერებული სითბოსგან და სხივებისგან ერთმანეთსი ირევიან და ასე წარმოიშვებიან, ამას მხოლოდ მე ვმბობ რადგან ისე როგორც არაფერი ესეც არ არსებობს, მე გამოვიგონე! არც ის იცოდი რომ ჩემი მონატრება ზოგჯერ სიკვდილს ჰგავს , თოლიებს რომ გახედავ ერთ გუნდად გაფრენილს დ ა სადღაც სივრცეში რომ გადაიკარგებიან, აი იქ, იკარგება და ქრება ჩემი მონატრებაც, შენი ფეხის ხმა , არვიცი რას ჰგავს რას შევადარო ,
რომელიც ყოველ წამს ჩამესმის და სადღაც ირეალურ სამყაროში იკარგება..!
ეს ჩემი ქაოსური სამყაროა, რომლის დასაწყისს და დასასრულს შენ ალბათ ოდესღაც, მოხვალ და გაიგებ..! ~ heart ემოცია ~
~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~ ~

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline bawibawi (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.