Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bawibawi blog

‘’მე მომენატრე’’

და მაინც ვერ ვიგებ ეს ყველაფერი რატომ დაიწყო, ... თითქოს შენში ვარ, შენს აკვარიუმში თევზივით გამომწყვდეული , (გამოკეტილი) და ველოდები როდის მაჭმევ... სულ, ყოველთვის მშიერი ვარ შენით, შენში ვარ... მაგრამ საშინელი სიცარიელეა... ასეთი არეული ყოფილხარ კი ოდესმე ?! ხო, შენში ვარ ახლად გამოჩეკილი ბარტყივით, რომელიც გელოდება როდის ასწავლი ფრენას... და ერთად გავფრინდებით სიმწვანის, სიყვარულის უსრასრულობაში... ჩვენ ხომ ერთმანეთის გარეშე სუნთქვაც კი გვიჭირს, ან მე მინდა რომ გვიჭირდეს ასე უერთმანეთოდ ... რაღაც ჩემეული შეგქმენი და ასეთი შემიყვარდი, შენ კი დღითიდღე მივსებ შემს შექმნილ არსებას, არსებულს თუ არაარსებულს...... სამყაროს გამოვეთიშე და სხვაგან მოვხვდი, სადაც ჩვენს გარდა არავინ არის , ფოთლებსაც უჭირთ ჩვენს გარეშე უკვე შრიალი, ცაც კი იღუშება რაღაც საოცრად როცა ცუდად ვართ, როცა გვიჭირს ერთმანეთის გარეშე არსებობა , როდესაც გტკივა მე ამას განვიცდი თითქოს მონოზიგოტური ტყუპებივით ვიყოთ და ვგრძნობდეთ ერთმანეთს ესე უსასრულოდ... მღრღნის თუ მღლის რაღაცც საშინლად (ალბათ ეჭვები,) საოცრად მღლის, თუმცა შენი მოლოდინი მახარებს, და ვიმშვიდებ ამ დაღლილ ნერვებს , სიცივე რომ შემოეპარათ და ეშინიათ არ წავიდნენ სადღაც შენ–ს გარეშე , ეხლა ვიგრძენი სამყაროს ფეთქვა როგორ უცემს გული სამყაროს და როგორ ტრიალებს... ჩავკეტე ყველაფერი ჩემში, ყველა კარები, ამომავსე ყველა წერტილი თუ ამოვქოლე რომ არ წახვიდე მე ხომ ასე ჯერ არასდროს ვყოფილვარ , და შენ კი, სულ მისმენ სულ მგრძნობ... როცა მეხვევი , ოჰჰ რა უცნაური გრძნობაა ჩახუტება, ამ დროს სუნთქვას ვაჩერებ რადგან დროის გაჩერება არ შემიძლია!!! და ჩემში დასადგურებული პეპლები უცბად აფრინდებიან ხოლმე უსასრულოოოდ, როგორ მინდა ამ დროსს , ჩემი გულის ხმა მოისმინო იმ დაწყევლილ აპარატზე , ნახო როგორ ვარ რას ვგრძნობ როცა ერთი მთლიანი ვხდებით,, ყოველთვის ჩემსას, ჩემეულს ვეძებდი და თითქოს ვიპოვნე, ან არ მიძებნიხარ ჩვენნ ესე შევხვდით იმიტომ რომ, ბოლომდე შევავსოთ ერთმანეთის არაამქვეყნიური სიცარიელე, რომ არ იყო ცუდად, რომ სულ მიღიმოდე, მე ხოლ ძალიან ბედნიერი ვარ როცა იღიმი, ზოგჯერ მგონია ჩემთვის ცხოვრობ , ხო , მარტო ჩემთვის ... იცი არვიცი, რასაც ახლა ვწერ ნახავ თუ არა, იგრძნობ თუ არა , მაგრამ თუ ასე მგრძნობ , თუ ასე ფიქრობ თუ გჭირს უჩემობა ისე როგორც მე, უბრალოდ შევძლებ ფრენის შესწავლას თავიდან , რომელიც აქამდე ვერ ვისწავლე, ან ვერ მასწავლეს... მე შენი ყველაფერი ვიცი, მაგრამ მეშინია შენი დაკარგვის , ხო წასვლის, კარის გაჯახუნების, ჩემს გარეშე თოვლის ყურების, სხვასთან ერთად ყოფნის, ჩვეენი მზის დაკარგვის, როდესაც დავხუჭავდით ხოლმე თვალებს მინდორზე, და ვგრძნობდით ერთმანეთივით ყველა სხივს, ჩვენ ხომ მზე სხვანაირად გვიყვარს, ჩვენ ხომ მზეს სხვანაირად ვგრძნობთ , როგორც ერთმანეთს ... სულ გელოდები , სულ სულ სულ, მერე დაიბნევა ჩემი მონატრება და უცბად გიგზავნის საოცარ მესიჯს, ‘’მე მომენატრე’’ არა ვცრუოოობ მე სულ მენატრები და გგრძნობ რაღაც ჩემეულად... იცი ჩემს სამყაროში ბევრი ყვავილი დავრგე, სხვადასხვა ჯიშის, და ეხლა თურმე ყველა ყვავილი გაიზარდა, ისე როგორც გავიზარდე მე შენთან ერთად, ეს ყვავილები რატომ გაიზარდნენ იცი ??? შენი სითბო იგრძნეს როგორც მე ვიგრძენი, შენ შემოუშვი ყველა პეპელა და გაალამაზე აქაურობა, შენი სითბო ყინვაშიც კი მიგრძვნია, ჰო, როცა მციოდა შენ გიხსენებდი და ასე ვთბებოდი, ჰო, ჰო, როგორც არ უნდა გიკვირდეს ვთბებოდი... ეს ყველაფერი კი თვალებით დაიწყო მზერით, თამაშით, რომელიც შენ დაიწყე და მე აგყევი, ჰო ესე აგყევი, თვალებით გგრძნობდი და გკითხულობდი, თვალებმა მითხრეს რომ გჭირდებოდი... გთხოვ ნუ გაანადგურებ ის რაც დაიწყო ან დავიწყეთ, გთხოვ ნუ დამტოვებ ამ განცდების და ფიქრების გარეშე, ნუ გაანადგურებ იმ ყვავილებს, მათმა ხომ ჯერ ეხლა დაიწყეს ზრდა, ნუ ჩააქრობ იმ სხივს რომელიც ასე მათბობს ... ნუ დამტოვებ მარტო მზესთან ერთად, არ მინდა უშენოდ დაიწყოს გაზაფხული, არ მინდა მარტომ მოვუსმინო პირველი მერცხლის ახალ მოტანილ ამბავს, არ მინდა მარტო ვუყურებდე ნუშის ტოტზე ყვავიილის დაბადებას, და ყოველ დილით არ მინდა მარტო დავთვალო რამდენი ფოთოლი გამოისხა ჩემი სახლის წინ მდგარმა ხემ, გთხოვ ნუ გამიშვებ ზღვაში მარტო ნავით, მე ხომ ზღვაში შენთან ერთად მინდოდა შეცურვა, მე ხომ მარტო მეშინია, ჩვენ ხომ ერთად უნდა გვესმინა ზღვის შრიალის, ქარშიც კი ერთად უნდა შევსულიყავით ზღვის ტალღებში, ერთმანეთი რომ გადაგვერჩინა , დაა ამ ყველაფერზე მერე ერთად გვეცინა... როგორ ვაჩუქებდით ერთმანეთს სიცოცხლეს ... მე შენთან ერთად მინდოდა დალევა ღვინის, რომელიც მძულდა, შენ უნდა გესწავლებინა როგორ უნდა გავუგო გემო , მერე კი ღვინით გაჟღენთილებს ერთად გვეტირა ბავშვობაზე ყველა ტკივილზე... შენ მითხარი ყველგან წავალთო ერთად, გთხოვ ნუ გამიშვებ მარტო ყველგან, მე ხომ ისეთი უმწეო ვარ შენს გარეშე,, გთხოვ ნუ ნუ დამივიწყებ მე შენთან ერთად უნდა ვისწავლო ფრენა და ყველგან ერთად უნდა გავფრინდეთ... P.S. ი ს რაც ჩვენს გარშემო ხდება და დღეს ამ ყველაფერს ვერ ვხსნით , ერთმანეთით ავხსნით !!!





TEA ZURABISHVILI......

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

bawibawi (27)
var kidec :P shenze var sheyvarebuli :))))
#2, 25.11.2015 - 23:06
sheyvarebuli egonebi vinmes )
#1, 25.11.2015 - 22:34
 

User
offline bawibawi (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.