Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mea blog

მივდივარ ! შენგან და საერთოდ. მივდივარ ! ფურცელზე გიტოვებ გრძნობებს...

tumblr_nxozj5pV4a1tfnivso1_500.gif
მივდივარ !
შენგან და საერთოდ.
მივდივარ !
ფურცელზე გიტოვებ გრძნობებს, მრავალ ფურცელთა შორის(მრავალ წერტილში გაბნეულ მონატრებასავით), თუ ოდესმე იპოვი ალბათ ყველაფერს მაშინ მიხვდები თუმცა, თუმცა ამაოდ.
მივდივარ !
არ იფიქრო უშენობამ შემაშინა. უშენობამ არა, შენში უჩემობამ.
მივდივარ !
ახლა დროა ფარდა ავხადო ყოველივეს! თუ სასწაულს იწამებ, იწამე, რომ ყოველი ოქტომბრის ღამის წყვდიადი თან მომიყოლებს.
მივდივარ!
გწამდეს, რომ ჩემი სული შენს სხეულში ხშირად შიშველი იწანწალებს.
შემოდგომაა,ხეებს გადაედოთ სიშიშვლე... მთვარეს ღიმილი მიახმა, მიაჭკნა, როგორც ფურცლის კუთხეს გახუნებული მზე, რომელიც მხოლოდ შენთვის ავათამაშე, ავაციმციმე შუქნიშანზე მოთამაშე მწვანე ნათურის მსგავსად.
მივდივარ !
უკვე მერამდენედ ვიმეორებ, თუმცა გზას ვერ ვპოულობ. გვირაბში ვარ.გვირაბის ბოლოს სინათლეში დგას სუიციდი. ეღიმება, თუმცა თვალების განსწვრივ საფეთქლებთან ნაოჭები არ ემჩნევა.

სანამ წავალ, ბოლოჯერ ისევ ჩვენს სიმღერას დავუკრავ. მონატრებიდან-მონატრებამდე მონატრებულ კლავიშებზე.
მივდივარ!
ისევ სუიციდი, და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები, სიგიჟეს და სიმშვიდეს.... მერე ორივეს ერთდროულად.
მივდივარ !
მაგრამ აღარასდროს მოვალ, რომ სუნთქვა გაგითბო.

გამიხსენე ხანდახან და ისევ ჰაერით აგევსება ფილტვები.
მივდივარ!
არ იფიქრო ისე წავედი, რომ მოვალ.
მივდივარ ! შორს, მივდივარ !
და მწამს, რომ მიმიღებს უფალი უძღებ შვილს...
(ფილტვებში უჰაერობა)
მივდივარ!


მშვიდობით...

გისურვებ ღიმილს, ულევს და უჩემოს !

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mea (102)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.