Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mea blog

ყველა ადამიანს აქვს რთული მომენტი ცხოვრებაში....

10383478_733908946686263_8924885836396300861_n.jpg?oh=a8c0b8df8ef0c827e2e54d73a528e0c2&oe=56E6B91D
ყველა ადამიანს აქვს რთული მომენტი ცხოვრებაში,არეული ფიქრები, გაღიზიანება და სიუხეშე. არ გვინდა, მაგრამ მაინც ვვარდებით დეპრესიაში, არ გვინდა, მაგრამ მაინც ვყვირივართ და ვტირივართ. საკუთარ თავს ვებრძვით, საკუთარ თავს ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. სამწუხაროდ გვიან ვხვდებით, რომ ამ შეცდომებს და დაძაბულობას ეკლესიური ცხოვრება აწესრიგებს. ვხვდებით, მაგრამ არ გვეშინია, დასახულ მიზანს მოგვიანებით ვასრულებთ, უკვე დიდი ხანია არ ვყოფილვარ ეკლესიაში და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. ამ დროს იმატებს პრობლემები, ამ დროს სასოწარკვეთილები ვართ და გამოსავალს ვერ ვნახულობთ, ამ დროს მხოლოდ სიცარიელე და სიცივეა, ირგვლის გვეცლება ყველა და ყველაფერი, სწორედ ამ დროს ვრჩებით მარტო და უფალი გვჭირდება, მაგრამ ჩვენში ეშმაკი ბუდობს და სწორ გზას ვცდებით. ამ ყველაფრის შემდეგ გვემართება უზნეო დეპრესია, მოუცილებელი ჭირივით მკვლელი დეპრესია, რომელსაც ჭკუდან გადავყავართ და გვაგიჟებს. მხოლოდ ეკლესიას შეუძლია სულიერი სიმშვიდე მოგვცეს, მხოლოდ უფალს შეუძლია დაგვეხმაროს თუ ჩვენ დახმარებას მოვითხოვთ. მე ფართოდ ვაღებ გულის კარს ღმერთო და გელოდები, ველოდები შენს სიმშვიდეს და სათნოებას, რათა გადაგვარჩინო. გვიხსენ ჩვენ ყოველგვარი განსაცდელისგან, ამინ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mea (102)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.