Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mea blog

ვერ შემიფარე

ვერ შემიფარე,
ვერ დამიფარე,
ვერ დამინახე,
ვერ განმიცადე,
ვხვდები... შენ ჩემით გადაიღალე,
მე კი, გელოდი და დაიკარგე...
არადა, ახლაც ისე თბილად თოვს,
რომ თეთრ ფიფქებსაც შეეხოთ ფერი,
მე ხომ არ გთხოვდი ჩემსკენ მარათონს,
მხოლოდ ერთ ნაბიჯს!.. და ვერ შეძელი.
ახლა სიშორეც უკვალოდ ქრება,
დიდი ტყუილი ჩვენს შორის რჩება,
როცა შენშივე თვით გრძნობა კვდება,
მერე რაღაა?.. და გულიც გწყდება...
არასდროს მკითხო, თუ სადა ვარ ახლა...
ვერასდროს ახვალ შენ სულით მაღლა,
რადგან სიყვარულს არ უყვარს დაღლა
ის ხომ განცდაა და არა დამღა...
ჩემში დასრულდი და უკვე მორჩა!
შენ ხარ მომავლის, მხოლოდ წარსული...
დროს კი... გასცვივდა წამ-წამი ნორჩად,
თუმცა არ არის ზიზღით მართული...

/ შალვა ლონდარიძე /

12143359_897948000282356_2328441005107357441_n.jpg?oh=f8ebab1935c260ffdf18338fa8407a22&oe=56FEB2F7&__gda__=1464253995_0ceb57195d9132db4a729986d63da33c


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mea (102)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.