Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
shotiko-lordi blog

2017 Mercedes-Benz E-Class

1

Mercedes-Benz–ის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოდელი Detroit Auto Show–ზე, ახალი თაობის E-Class გახლდათ. ავტომობილის დიზაინის უდიდესი ნაწილი C და S კლასის დიზაინთა ნაზავს წარმოადგენს და საერთო ჯამში ძალიან ელეგანტური, ფუტურისტული და დახვეწილია. იგი 2 სხვა და სხვა სტილის ცხაურით არის ხელმისაწვდომი, ანუ ერთ–ერთი მათგანი ტრადიციული ქრომირებული და კაპოტზე მოთავსებული ემბლემით, ხოლო მეორე სპორტული სტილის, ბადეში ჩასმული დიდი ზომის ემბლემით. წინა ნაწილში ასევე აღსანიშნავია Multibeam LED ტექნოლოგიის მაშუქები და დიდი ჰაერმიმღების მქონე ბამპერი. ვიზუალურ ნაწილში ახალია ოფციონალური "Stardust Effect–ის" მქონე უკანა მაშუქები, მრგვალი სახურავი და სრულიად ახალი ფორმის/დიზაინის მქონე დისკების არჩევანი.

1

გადავინაცვლოთ ინტერიერში სადაც ყველაფერი ისეთი მდიდრული და დახვეწილია, როგორც არასდროს. ამის წინაპირობაა ძალიან ძვირფასი ტყავი, ძვირფასი ლამაზი ხის და ალუმინის დეტალები, Burmster–ის 3D აუდიო სისტემა, ამბიენთ ინტერიერის განათება 64 განსხვავებული ფერით, გათბობის ახალი პაკეტი, ახალი მართვის ბერკეტი, სენსორული მართვის პანელი 12,3 ინჩიანი დისფლეით და სხვა უამრავი დეტალი. თავდაპირველად ევროპაში W213 E-Class–ი 2 განსხვავებულ ვერსიად გაიყიდება, E200 და E220 D. პირველი მათგანი ბენზინის 2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი და მას 184 ცხენისძალა და 300 ნიუტონმეტრი გააჩნია. მეორე ვერსია 2 ლიტრიანი დიზელის 4 ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, თუმცა მის შემადგენლობას ტურბო დამბერი აქვს დამატებული, რის შედეგადაც მისი სიმძლავრე 195 ცხენისძალას და 400 ნიუტონმეტრს უტოლდება.

1

ცოტა მოგვიანებით სამოდელო რიგს E350d, E400 4MATIC და E350 E Hybrid ვერსიები შეემატება. პირველ მათგანს დიზელის 6 ცილინდრიანი ძრავა გააჩნია 258 ცხენით და 620 ნიუტონმეტრით. E400 4MATIC–ს ასევე 6 ცილინდრიანი თუმცა ბენზინის 3 ლიტრიანი ძრავა აქვს 333 ცხენისძალით და 480 ნიუტონმეტრით, ხოლო ჰიბრიდ ვერსიას 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავა და ელექტრო მატორი გააჩნია რაღა თქმა უნდა ბატარეებით. შედეგად მოდელს 279 ცხენისძალა და 600 ნიუტონმეტრი გააჩნია და მხოლოდ ელექტრო ძრავით მას 30 კილომეტრის გავლა შეუძლია, ბენზინის და ელექტრო ძრავების შეთანხმებული მუშაობით კი ავტომობილი საშუალოდ 2.8 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. რა თქმა უნდა ისევე როგორც ყველა სხვა მოდელი, E-Class–იც ოფციონალურად შესაძლოა აღიჭურვოს უახლესი უსაფრთხოების და დამხმარე სისტემებით, რომელიც ასევე მოიცავს ნახევრად ავტომატურ მართვის სისტემა "Drive Pilot–ს", რომელსაც მაგისტრალზე ავტომობილის სრულიად დამოუკიდებელი მართვა შეუძლია 210 კმ/სთ–მდე. კიდევ ერთ დიდ სიახლეს წარმოადგენს Remote Parking Pilot სისტემა, რომელიც ავტომობილის დაპარკინგებას შესაძლებელს გახდის მძღოლის გარეშე, თქვენს სმარტფონში ჩაწერილი სპეციალური პროგრამით.

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.