Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nano-na blog

ცხოვრების წიგნი გადაშლილია

"იცით, როცა ვინმესგან მესმის ან სადმე ვკითხულობ, რომ მე ლამაზი ვარ, უბრალოდ მიკვირს... სულაც არ გამოვირჩევი რაიმე განსაკუთრებული სილამაზით. გარეგნობა არ არის ის, რითაც კარიერაში წარმატებას მივაღწიე" - ძნელია ოდრი ჰეპბერნს დაეთანხმო იმაში, რომ განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა. თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სულიერი სილამაზე გარეგნულს არაფრით ჩამოუვარდება და ორივე ერთად ჰარმონიას ქმნის. ის იყო საოცრად მომხიბლავი, გრაციოზული, დინჯი და თან მხიარული. ალბათ, სწორედ იმიტომ მოირგო ასე კარგად პრინცესას როლი, რომ თავად ჰგავდა დედოფალს. ოდრის დედა ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატი იყო, ბარონესა ელა ვან ჰეემსტა, მამა კი ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირი. მსახიობი მოღვაწეობდა ჰოლივუდის ოქროს ხანაში. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ოდრი ამერიკის კინოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქალ კინო-ლეგენდად შერაცხა. ჰეპბერნი დადიოდა ბალეტის კურსებზე, ლაპარაკობდა ექვს ენაზე და გამოირჩეოდა დახვეწილი ჩაცმის სტილით. ის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებიც ოსკარს, გრემის, ტონის, ემის, ბაფთას და კინოაკადემიის ჯილდოს ფლობენ. სიცოცხლის მეორე ნახევარში ოდრი დროის უმეტეს ნაწილს იუნისეფში მოღვაწეობას უთმობდა. ზოგი მას ბუნებრივი სილამაზის მქონე ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებს, თუმცა მის ასეთ მომხიბვლელობას ალბათ, მნიშვნელოვნად განაპირობებდა ოდრის შინაგანი სილამაზე და კეთილშობილება.

20 იანვარს (1929 —1993), ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი - ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა.



Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.