Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Frince blog

( ნუ მიატოვებთ საკუთარ თავს )

,,ძალიან რომ იღლები.
ძალიან რომ გტკივა.
ძალიან რომ ცარიელდები.
და რომ გგონია,
მეტი აღარ შეგიძლია.
გარედან არაფერი გეტყობა,
მაგრამ სული კივის..
ეს დაზეპირებული ტკივილები.
ეს განუკურნებელი მარტოობა.
ეს შებრუნებული ზურგები.
ეს რუტინული მიტოვებები.
ეს ვერნათქვამი სიტყვები.
ეს ვერგაღიმებული სახეები.
ეს მარადიული სევდის შეგრძნებები.
ყოველ ღამით,
დაძინებამდე რომ ფიქრობ,
არსად მიხვალ,
სადაც არ გელოდებიან.
არავის ნახავ,
ვისაც არ ენატრები.
არავის აპატიებ,
ვინც მეორედაც იმავეს გააკეთებს.
და ყველაფერს იგროვებ შიგნით.
და ცხრაასჯერ ეუბნები საკუთარ თავს, რომ დაიღალე.
და გეზარება სიცოცხლე.
გეზარება საკუთარი თავი.
მაგრამ არასდროს გეზარება წასული ადამიანების მობრუნება.
მაგრამ არასდროს გეზარება მოღალატე ადამიანების მეცხრედ ნდობა.
მაგრამ არასდროს გეზარება მათი მონატრება.
და ყოველ დილით იწყებ ახალ ცხოვრებას,
დგები ზურგით
და აღარავის პატიობ.
და აღარავის ელოდები.
და აღარავინ გენატრება.
მაგრამ როგორც კი ღამდება,
როგორც კი რჩები საკუთარ თავთან მარტო,
მძაფრდებიან ეს დღისით შემსუბუქებული,
თითქმის დავიწყებული ტკივილები.
და ხდები ზუსტად იგივე,
ვინც ხარ.
ზუსტად ისეთი,
სულ რომ ტოვებენ.
სულ რომ ენატრება.
სულ რომ ელოდება.
და იღლები.
ძალიან იღლები.
და ცარიელდები.
ძალიან ცარიელდები.
და ყველას ეუბნები,
რომ ხარ კარგად.
რომ არაფერი გიჭირს.
და ინგრევიან,
იშლებიან,
ილეწებიან ეს იმედის სახლებიც.
და აშენებ ხელმეორედ,
ხელმეათედ,
ხელმეასედ.
ვერ იცვლებიან ჩემნაირები.
ვერ ბედნიერდებიან ჩემნაირები."

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline Frince
საქართველო, საქართველო, რუსთავი



© 2017 Face.ge - all rights reserved.