Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog
და შენ წყარო ხარ მწყურვალთა გზაზე
ზაფხულში ცივი და გაყინული
მე დერვიში ვარ შენ გზაზე მყოფი
ნაცემ-ნაგვემი და გარიყული

შენა ხარ შვება ცოდვილთა გულში
მე კი მათი წყეული სინდისი
შენ აგვისტოში ნანატრი წვიმა ხარ
მე ვარ ყინულში ჩაფლული ივნისი

შემოდგომა ხარ ფოთოლცვენაში
გაზაფხული ხარ ყვავილობისას
მე ზამთარი ვარ თოვლისდნობაში
და ბრმა ტყვია ვარ ნადირობისას

შენ სიყვარულის გაელვება ხარ
გულის რიტმი ხარ აფეთქებული
მე შორეული ტყის ნადირი ვარ
ქვემეხის ხმაზე დაფეთებული

შენ ხარ იმედი მომაკვდავისა
თვალზე ცრემლი ხარ ბედნიერების
მე მათ გულებში ჩუმი შიში ვარ
ნაკლი ვარ მათი მშვენიერების

ჩვენ ერთად ყოპნა არ გვიწერია
ჩვენი კავშირი თვით ღმერთმა დაგმო
შენზე ფიქრებმა ტანჯვამ წამებამ
მე დამაბერა სამარეს ჩამდო

ათასი წელიც რომ გავიდეს კვალას
ისევ ამოვალ იმ სამარიდან
გზას დავადგები გზას შენსკენ მავალს
და კვლავ დავიწყებ ამ ლექსს თავიდან

შენ დილის ცაზე მზე ხარ კაშკაშა
მე კი მთვარე ვარ ჩამქვრალი ღამის
შენ ვარსკვლავი ხარ გზააბნეულთა
მე კი სიო ვარ ნათრევი ქარის


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.