Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

რომ ჩავიმუხლო გაოცებულს ნუ მესვრი მზერას

რომ ჩავიმუხლო გაოცებულს ნუ მესვრი მზერას​
ნურც ჩემს თვალებში წაიკითხავ დამალულ სევდას
ნურაფერს მკითხავ მოდი მხარზე დამადე ხელი
რომ ჩემს სხეულში შემოვიდეს იმპულსი შენი.

რომ დავიმუხტო ქარიშხლებთან ბრძოლის სურვილით
რომ ენერგიის სისხლძარღვებში ვიგრძნო წყურვილი
რომ გვერდით დგომის სიახლოვემ გამცრას ძარღვებში
რომ შენი სუნთქვის სურნელება მცემდეს სახეში.

რომ სიყვარულის საგალობელს მიმღერდეს მთვარე,
რომ ჩემი სულის გასაღები დაგითმოს ღამემ,
რომ ჩემს სისუსტეს შენს მკლავებში ბინა დავუდო,
რომ სიყვარულის საიდუმლოს კარი გავუღო.

რომ ჩავიმუხლო გაოცებულს ნუ მესვრი მზერას
მოდი, სისუსტით შემიფარე, გამითბე კერა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.