Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tedoqeti blog

კითხვა უპასუხო

ბედმა მომისაჯა ალბათ უშენობა
მუზაც გამებუტა ცალად მიგდებული.
და ეს პერიოდი სანამ გაივლიდეს,
ბევრჯერ მომაკითხავს აზრი დიდებული...
აზრი ნაცნობი და არცთუ უჩვეულო
და ჩემს გონებაში ლაქად დარჩენილი,
კითხვა უცნაური, კითხვა უპასუხო:
"რისთვის ვარ, უფალო, ქვეყნად გაჩენილი?"
"იქნებ დამიბრუნო ჩემი ანგელოზი,
ამით რა წახდება, მეც რომ დამლოცავდე?!
ნუთუ მარტოობა ჩემთვის მოიგონე,
ნუთუ უბედობა ჩემზე გამოსცადე?!"
მაგრამ კვლავ არ ისმის პასუხი ზეციდან,
თავზე მათენდება ეს ღამეც უძილო,
ახლაც თვალწინ მიდგას ეგ შენი თვალები -
ზღვასავით მღელვარე, ზღვასავით უძირო!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

ყოჩაღ!

***
თავად ლამაზი ხარ, ლექსმაც აგამაღლა
ღიმილი დაგიმშვენა, რძისფერო ქეთო!
მაინც ვერ გავიგე, თუ რამ გადაგღალა,
თუ კი მარტო ხარ, ვინ არის თედო?
#3, 15.02.2016 - 21:03
:D
17.02.2016 - 21:18
kaja (38)
"რისთვის ვარ, უფალო, ქვეყნად გაჩენილი?"
#2, 12.02.2016 - 18:21
Madona2507 (32)
ნუთუ მარტოობა ჩემთვის მოიგონე,
ნუთუ უბედობა ჩემზე გამოსცადე?!"
#1, 12.02.2016 - 10:49
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.