Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

მოდი დაგხატავ

მოდი დაგხატავ, როგორც მხატვრები,
თავის საყვარელ სურათს ხატავენ,
ეს ეკლესიის წმინდა სანთლები,
შენი სახის ფერს გამოხატავენ.

თვალები მღვრიე, ზღვასავით ლურჯი,
თუ მოიღრუბლა ღიღილოსფერი,
სურათზე ბაგეთ ღიმილი უჭირთ,
მაგრამ ნუ ღელავ, ეგ არაფერი...

ბაგე ვარდივით ნაზი და თბილი,
შინდივით მუქი და დათაფლული,
გული ეშხისგან დაგდაგით ღლილი
და გამოხედვა ვით გაძარცვულის...

მოდი დაგხატავ, როგორც მხატვრები,
ზღვის პეიზაჟებს ლურჯად ხატავენ,
შენს ფეხქვეშ ყრილი თეთრი ვარდები,
კვლავ ჩემს სიყვარულს გამოხატავენ...

იქნებ დაგხატო, როგორიც მსურდი,
მსურდი წლების წინ და ახლაც მსურხარ,
განა ამ სურათს მომპარავს ქურდი..?
შენ ამ სურათით ჩემს გულში სულ ხარ


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.