Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ზარმა დარეკა, დღეს ქორწილი გაქვს

ზარმა დარეკა, დღეს ქორწილი გაქვს,
სულ სხვამ ჩაგაცვა ის თეთრი კაბა,
ზარმა დარეკა, და შენ ჯვარს იწერ,
საკურთხეველთან მე კი არ ვდგავარ.
ხო მე დაგპირდი, ქორწილს და ვარდებს,
ვერ აგისრულე დარდები მაწევს,
გოგო გეყოლა, ლურჯთვალა ნაზი,
და შენ აკვანსაც იმ სხვისას არწევ.
თმა გაგითეთრდა, ხო მეც დავბერდი,
და გლოვის ზარმა ჩამოკრა შენთან,
ქმარი მოგიკვდა ცრემმორეული,
შენ ისევ იმის საფლავთან დგეხარ.
ზარია ისევ ეკლესიაში,
საკურთხეველთან დგას შენი გოგო,
მასაც ის თეთრი კაბა აცვია,
ცისფერთვალება, შენ არ გგავს ოღონდ.
9 თვე გავიდა და აკვანს არწევ,
წინდებსაც უქსოვ, პატარა გოგოს,
მასაც ლამაზი თვალები აქვს და,
შენს თვალებს ისევ არა გავს ოღონდ.
ისევ ჩამოკრა იმ გლოვის ზარმა,
შენ უკვე გაქრი, წახვედი ქმართან,
და გული მწყდება ჩემო ძვირფასო,
რომ მე შენს გვერდით, საფლავი არ მაქვს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.