Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tagana22 blog
ისე უყვარდა ღმერთო თურმე, წლები ელოდა,
დაჰქონდა გული დარდიანი და ცრემლით სავსე,
ხან ლოცულობდა, ხან გალობდა, ხან კი მღეროდა,
არც კი მეგონა, კაცს თუ დარდი შეეძლო ასე.რაშია ღმერთო სიყვარულის მადლი და ცოდვა,
ხედავ რომ გიჭირს არსებობა და ვერას შველი,
ალბათ რა ხშირად გეკითხება ცოდვილი მოდგმა,
გიყვარს და იცი ვერასოდეს გახდება შენი.რაიც ტკბილია, ცოდვის შიში დაჰყვება რატომ,
ისე გტკივდება, რომ სინათლეს უწუნებ თვით მზეს,
როდესაც ისე მაგრად გიყვარს, სიცოცხლეს ანდობ,
მისი სახიდან ანგელოზი როდესაც გიმზერს.ისე უყვარდა ღმერთო თურმე, ისე უყვარდა,
უძილობისგან ძალა გაცლილს შეეძლო არც რა,
აღარც ახსოვდა სულიერი ირგვლივ თუ ჰყავდა,
ამხელა გრძნობას ვით გაუძლო ცოდვილმა კაცმა?!ამოვა მზე და მის სხივებზე გაწვება დილა,
ჩამოეხსნება ლამპიონებს სიბნელის ჩადრი,
ვინც სამსხვერპლოზე საკუთრი სურვილით მივა,
მიეცი ღმერთო, შენდობის და ცხონების მადლი.ხომ ნახე თავად, ხომ იგრძენი ტკივილი მათი,
შენც ხომ გაოცდი ღმერთო, ასე როგორ უყვარდა?!
განშორებისას დაუბნელდა მზის ათინათი,
თურმე შეხვდა და, გაზაფხულად ამოუყვავდა . . .

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

cisiaa (27)
Wow.. Lamazia...
#1, 15.05.2016 - 23:24
 

User
offline
offline tagana22 (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.