Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ssissi blog

როცა დედაზე ფიქრობ...

ისეთი მოწესრიგებულია ყველაფერი,
ყველაფერი თავის ადგილზე...
თეთრეული დაწყობილი ფენებად.
კაბები - საკიდზე..
სახლი დალაგებული..
ბალიშები - დამზეურებული.
ღილებიც კი - თავის ადგილზე..
-
ხსოვნა - ბაღივით მოვლილი,
ტკივილი - დამალული,
სიყვარული, მთელი ცხოვრების იქითაც სამყოფი.
გამოზოგვაც არაა საჭირო....
ისეთი მოწესრიგებულია ყველაფერი,
თითქოს რაც შვილები გაჩნდნენ,
იმის მერე ემზადება სიკვდილისთვის.
არც კონვერტში ჩადებული წერილების დატოვება ავიწყდება.
შენ არაფერი აღარ გრჩება გასაკეთებლად,
გარდა იმისა, რომ ერთხელაც,
როცა უმისობით შეგცივდება
და გულიც გაგეყინება ლოლუასავით,
უნდა დაწვე, მოიკუნტო ემბრიონივით
და ხელის თითებით წაიკითხო წერილი,
დედის მოწერილი წერილი -
თეთრ კონვერტში ჩადებული ატლასისპირიანი საბანი.
მერე სველი ცხვირ-პირი ჩარგო, გამოეხვიო, გაიყურსო,
რომ კიდევ ერთხელ და მერამდენედ გათბე..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.