Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nika-w blog

რა შხამი მასვა სიყვარულმა?!

რა შხამი მასვა სიყვარულმა?! ან რა სამსალა დამალევინა ჯოჯოხეთურ ცრემლთან ნაზავი?! შიში იმედზე და იმედი შიშზე გაცვალა,რომ გამარჯვებულს მარცხი მეგრძნო უზარმაზარი. შეწყალების წილ რას მთხოვდა და რას მავალებდა,რა ნეტარებას მიმზადებდა, ცოდვის მაგიერს? ჩემს თვალებს სატრფოს კვალდაკვალ რომ აწანწალებდა,მიტომაც თვისი საბუდრები გამოანგრიეს. მაგრამ სიავეს თურმე მადლიც უხვად ჰქონია, ბოროტებაში მე უკეთესს ჩავწვდი სიმართლეს სიყვარულის ხე როცა ყველას მკვდარი ჰგონია,უცებ ცოცხლდება და მეტ ზაფხულს გადაიზამთრებს. დღეს სიყვარული მიტევების ღიმილს მაგებებს და დანაკარგზე სამჯერ მეტად ვპოვებ სარგებელს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.