Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

წუხელ.

წუხელ...

წუხელ უშენობა სულში ძლიერ წვიმდა,
შლიდა შენს ნატერფალს ფიქრში შემორჩენილს,
ცრემლი თვალის ფსკერზე ისევ მდუმრად იწვა,
ცისკარს ჩაიტევდა სევდით შემოთენილს.
წუხელ უშენობა გულში აფათურდა,
ვეღარ შეგელია დარდით გაბზარულმა,
წუხელ მთვარეც თითქოს ჯიბრით გამებუტა,
ჩადრი ჩამოუშვა სახეგაბადრულმა.
წუხელ უშენობა სხეულს გაემიჯნა,
ღამეს შეეთვისა ჩემგან დატირებულს,
მინდა,რომ შევცვალო შენი უშენობა,
ჩემში ჩაგტოვებდი ვნებით გარინდებულს.
წუხელ უშენობა გულმა ამიკრძალა,
გიჟი მონატრებით ღამეს გამოგტყუე,
გახსოვს,რომ გითხარი აღარ მიყვარხართქო?
მხოლოდ შენ კი არა,თავსაც მოვატყუე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.