Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mako87 blog

არა ვარ კარგად...

არა ვარ კარგად,
გეფიცები კარგად არა ვარ
და როგორ მინდა მიფათურო სულში ხელები,
რომ იქნებ რამე დაალაგო, არევის ნაცვლად,
რომ დაინახო საკუთარ თავს როგორ ვეცლები...
ისევ გწერ ხედავ, აღარა მაქვს თავს ზემოთ ძალა,
მინდა მოგიყვე შენ ან ჩემს თავს რას ვერ ვპატიობ,
მე აღარ ვსუნთქავ, მაგრამ ვრჩები ცოცხალი რადგან -
ჩემი სიკვდილიც ვერ გაბედავს რამე გატკინოს...
ჩემს გულის კედლებს შენი შიგნით ყოფნის სუნი აქვთ,
სცივათ ჩემს ხელებს, სცივათ თვალებს, ცივა გარეთაც
და მენატრები, მთელი ძალით, ისე სრულიად
რომ საკუთარი სხეულიდან ვცდილობ გაქცევას...
არა ვარ კარგად,
გეფიცები კარგად არა ვარ,
დღეები გამყავს, შიგნით მე ვარ, გარეთ მარტია,
ვიცინი ისევ მეგობრებთან დაუღალავად
და მეტირება მაშინათვე როცა მარტო ვარ...

ვფიქრობ ჩვენ ორზე
და ვიხსენებ როგორ გიყვარდი,
ვფიქრობ შენს ზურგზე ჩემს მაგივრად სხვა რომ ეხვევა,
და ვხდები ცუდად, უფრო ცუდად, ვიდრე ვიყავი
და ჩემი სისხლი ჩემს ძარღვებში იმტვრევს ხერხემალს...

არა ვარ კარგად! და არ უჩანს ტკივილებს ბოლო
და სანამ ჩემი ნერვებივე გადამიყოლებს,
მიმყოფე კარგად, ამასა გთხოვ უფალო მხოლოდ
ჩემით, უჩემოდ, სულ ერთია, ოღონდ მიმყოფე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
online
online mako87 (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.