Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
manika blog

მე , შენ, და ჩემი ახალი წელი .....




გოზინაყს ცოტა მერე გავაკეთებ, მანამდე სალათებს მივხედოთ.....ფრთხილად ნაძვის ხე არ გადააგდოთ.......ჩამესმის ძილ - ბურანში და ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვბრუნდები....ოჯახი ახალი წლისთვის ემზადება.....


ხელი გავწიე და ტელეფონს დავუწყე ძებნა....ეკრანზე 31.12.2016 აწერია, საათი დილის 9:00 -ს აჩვენებს.....თვალებს ვხუჭავ, მინდა საწოლში ყოფნის სიამოვნება გავიხანგრძლივო, თუმცა ვინ გაცდის.....


არადა რა, 31 დეკემბერი წლის ერთი ჩვეულებრივი დღეა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვცდილობთ არაჩვეულებრივად ვაქციოთ.....


თვალებს არ ვახელ, მინდა რაღაცეები გადავაფასო, რა იყო წლის მნიშვნელოვანი ამბავი, არაფერი მახსენდება.....ფიქრები ისევ შენამდე მოდის....მნიშვნელოვანის გახსენებაზე შენ მახსენდები რატომღაც .....ისეთი შორს ხარ რომ ფიქრითაც ვერ გწვდები უკვე..... შენთან ღამეა, ნეტა გძინავს? თუ შენც ფიქრობ იმაზე რომ უკვე მეორედ შეხვდები ჩემს გარეშე....

იცი რააა? ასეთი რამ მოვიფიქრე, მოდი ცხოვრებაში ერთხელ ახალი წლის ღამეს სურვილს ჩავიფიქრებ, შენ ჩაგიფიქრებ და........


ამბობენ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები ხდებაო.....



თვალს ვახელ, ტელეფონისკენ ვიხედები, ეკრანზე ისევ 31 დეკემბერია, დილის 9:00 საათი , ოღონდ ახლა უკვე 2017 წლის..... ძილ- ბურანიდან ხმას გამოვყავარ, "ადექი გოზინაყი გავაკეთოთ" და კარის ჩარჩოში შენს სილუეტს ვხედავ, იღიმი, მეც.......


P.S. ამბობენ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები ხდებაო, ხოდა ყველაზე დიდი სურვილის ასრულებას გისურვებთ.........












Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 11

Write comment:

kobale (30)
მადლობა, თქვენი ხმა ჩაითვალა. შენი დახმარებით დაემატა +1 ქულა, რადგან შენი აქტივობა საიტზე 15%-ao uuuh cotaa
es blogi mets imsaxurebs!
#3, 10.12.2016 - 12:26
მადლობა დიდი :*
16.12.2016 - 00:00
Believe me friends Leo privacy is really an useful app.. It works nice and smooth... I can safe my private pics and videos and more specially i can lock apps as well.. Like face book.Its great, grab it...And thanks leo for such a good applock http://bit.ly/blogleo1

#2, 05.12.2016 - 08:19
#1, 03.12.2016 - 21:29
:)
03.12.2016 - 21:33
 

User
offline
offline manika (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2019 Face.ge - all rights reserved.