Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ღრუბლებს გაუმართავთ ცაზე კარნავალი

ღრუბლებს გაუმართავთ ცაზე კარნავალი,
ჩამობნელებულა, არსად არ ჩანს მთვარე,
სადღაც გულსაკლავად კვნესის როიალი,
ზეცის მდუმარებას თითქოს ახმოვანებს.
ისე შემიტყუა, ისე მეახლოვა,
მე და ღამე თითქოს კიდეც გავმთლიანდით,
ფურცელს შეავსებენ ისევ ფიქრები და
ასე მდუმარებით მოვა განთიადი,
ჰოდა გათენდება, სიცოცხლე გრძელდება,
ბოლო აკორდს იღებს ძველი როიალი,
უფლის ნებით ერთი დილაც გათენდება,
რომ კვლავ გავაგრძელო გზა–გზა ბორიალი.
დილას ცხრათვალა მზე ისევ შემომცინებს,
აჟღურტულდებიან გარეთ ბეღურები,
გული აძგერდება შენი მონატრებით,
მადლობა უფალს, რომ სადღაც მეგულები.
გაზაფხულიაო, მომძახის ბულბული ,
ალბათ შემოკლდება გზა შენსკენ სავალი,
აპრილს არ უხდება თვალზე ცრემლებიო,
მომესურნელება რტო იასამანის.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.