Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Tasu blog
აღარ შემიძლია ეს მარტო დარჩენილი გოგოების ამბები. ეს მარტოგოგოები, ეს ლოდინის გოგოები. სულ წამსვლელ ზურგებს მიჩერებულები, სულ სათადარიგოები. ეს გოგოები, ღამეების საბნის ქვეშ ტირილით გამთენებლები და ისინიც, ვისაც ცრემლი უკვე აღარ გადმოვარდება, დაიფარებენ ბალიშს სახეზე და ისე მიათრევენ ერთმანეთზე მიბმულ ღამეებს, გაუთენებლად. ეს შემოდგომის გოგოები. შარფებში ცხვირებჩაყოფილები, ჯემპრის სახელოებში თითებშემალულები, მარტოები რომ ბრუნდებიან საღამოობით ბევრადამიანიანი ქუჩებიდან. ცარიელ სახლებში დაბრუნებული გოგოები. ფანჯრებს აკრულები ქოთნის ყვავილებივით. არც მიწა უსკდებათ ფეხქვეშ და არც გულები უსკდებათ. არც თმას დაიწეწავენ, არც იყვირებენ. ეს სიჩუმის გოგოები.
ლამაზები მაინც არ იყვნენ.
მოთმენა მაინც არ შეეძლოთ,
პატიება მაინც არ შეეძლოთ.
გაძლება მაინც არ შეეძლოთ.
რამდენი ასეთი. სულ სხვადასხვანაირები და სულ ერთნაირად მარტოგოგოები.
მე, სათადარიგო გოგო, და ლოდინის გოგო და პატიების გოგო, ვამბობ, რომ ასე არ შეიძლება. აღარ.
ლია

Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 1

Write comment:

Akako (35)
rato mere
#1, 08.09.2018 - 10:51
 

User
offline
offline Tasu (32)
საქართველო, თბილისი, მთაწმინდა-კრწანისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.