Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

უ. შ. სონეტი #102

ძლიერ მიყვარხარ უფრო, თუმც კი სხვაგვარად მოჩანს
და ვერაფერი გამცემს, რადგან მიყვარხარ გულში.
ის სიყვარული უფრო, იაფი მხელით მორჩა,
რომ ფიცულობდა მეტრფე, ასე საჯაროდ გუშინ.

გაზაფხულივით იყო ჯერ სიყვარული ჩვენი, -
ვეგებებოდი მღერით, მღერით ვაძლევდი სალამს.
დამდგარ გაზაფხულს, ასე, სტვენა ბულბულის შვენის,
რასაც ზაფხულის ხვატი საგულდაგულოდ მალავს.

არა, ზაფხულით ტკბობას განა რამე აქვს ნაკლი, -
ყველა საამო ხიბლი განა გაზაფხულს დარჩა.
უბრალოდ, ყველა მხრიდან მსგავსი ხმა ისმის რაკი,
თითქოს იაფი ხდება ასე ძვირფასი ფარჩა.

და მეც, მივბაძავ ბულბულს - მალე მოვრჩები მღერას,
- არ მოგბეზრდება უფრო, ჩემი სიმღერა - მჯერა!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.