Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nika-w blog

მტკივა!!

როცა ვხედავ, რომ კი არ ვცხოვრობ, მხოლოდ ვარსებობ.. როცა ჩვენ, ადამიანები ერთმანეთს ერთ გროშად ვყიდით და დავიარებით (ზოგჯერ) სხვისი კარგით მწუხარენი და ცუდით გახარებულნი.. როცა ისე გაგთელავენ, არც კი დაფიქრდებიან.. როცა ჩემს თვალებში დაინახავენ ჩემი სულის ტკივილს და ვერ მიხვდებიან თუ რატომ? და დიაგნოზსაც ვერ დამისვამენ.. როცა სულით კუზიანს წელში გამართვა გამიჭირდება.. როცა ძარღვებში, სისხლის მაგივრად ტკივილი მიჩქეფს.. რადგან ღიმილი მიქრება.. როცა წყვილებს, შეყვარებულობისას თვალები უციმციმებთ და შეუღლების შემდეგ კი, თვალებთან ერთად თვითონაც ქვრებიან.. როცა დაღლილი, გულიანად ამოვიოხრებ.. როცა სარკეში ჩახედვისაც კი შემეშინდება.. როცა შეგინებული დედების სადღეგრძელოს მუხლდაჩოქილი ამბობენ, ვითომ ვაჟკაცნი!.. რადგან მარტო-სული ვარ.. რადგან, ხშირად მექანიკურია კითხვა "როგორ ხარ?" (პასუხს არც ვ-უსმეთ..) როცა გრძნობები, მატერიალური მდგომარეობით იზომება.. როცა საკუთარ თავს არ ვ-უღიმი.. როცა არასდროს არ უცდიათ ჩემი გაგება.. (ამიტომ დუმილი ვარჩიე..) რადგან, ერთგულება დასაცინი გახდა.. როცა ვითომ ვქართველობთ.. რადგან წაქცეულს, ხელის მომკიდებელი, წამომყენებელი არა მყავს.. რადგან ჩემი თავი ვერ მიპოვნია.. რადგან (ზოგჯერ) აუტანელი ვარ.. როცა დღევანდელი "ვაჟკაცები" ვითომ კაცობენ.. როცა დღევანდელი გოგოები ვითომ "მანდილოსნობენ".. როცა (ზოგჯერ) ღამეზე ბნელი ვარ.. როცა ღვთის გლახას ვხედავ ხელგამოწვდილს, მარტოს, დარდიანს და როცა მე, უმოწყალოს, ყველაზე ნაკლები მემეტება მისთვის ან არც.. :/ როცა ნიღაბი გვიკეთია მაშინაც კი, როცა ადამიანი ჩვენგან ყველაზე მეტად გულწრფელობას ელოდება.. როცა "კაცობას" მაგიდაზე ხელის დარტყმის სიძლიერით გამოხატავენ.. როცა ვიცი, რომ ნებისმიერი შვილ-მკვდარ დედას, ვერანაერი თანაგრძნობა ვერ განკურნავს, ვერ უწამლებს, ვერ უშველის.. როცა ამის წაკითხვისას გაიფიქრებენ, თუ რა უცნაური ვარ. არადა, ამ უცნაურობაში ყველაფერი ჩვენი რეალობაა, რომელზეც თვალს ხუჭავთ.. (მე ვერ!..) როცა წყვილის შეხედვისას აღნიშნავენ, თუ რომელია უკეთესი, მათ შიგნით კი არ იყურებიან!.. როცა დღეები უსიყვარულოდ, უზრუნველად, უარაფრობით და-მთავრდებიან.. როცა უფალი მაშინ მახსენდება, როცა მტკივა და როცა ვგრძნობ რომ რწმენა მი-კვდება.. როცა ამ ავ-კარგიან ცხოვრებისგან გაქცევას ვლამობ, მაგრამ ამაოდ.. როცა კი არ ვლოცულობ, მხოლოდ ვკითხულობ.. (ათასში ერთხელ თუ მილოცია..) მტკივა ის რაც აქ არ და ვერ დაიწერება და რომელსაც გამგები არ ეყოლება და კიდევ, მტკივა უსასრულოდ!..


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

Arc23 (30)
ძალიან მგრძნობიარე ადამიანის განცდები. ორი სიტყვით სულის ტკივილი. მათი უნუკალურობაც სწორედ ამ ზედმეტად მგრძნობიარობითაა განპირობებული. ასეთი ადამიანებისგან ძირითადად კარგი პოეტები,მწერლები და ხელოვნები დგებიან ხოლმე )))))))))))
#3, 02.02.2017 - 12:16
sweet1 (28)
Dgevandel cxovrebashi ishviatia adamiani ase sworad saubrobdes.yvelaperi gulidan wamosuli RAC Ari's dacerili aqvs.
#2, 30.01.2017 - 00:31
namdvilad.tu rodisme gavicani eseti swori adamiani gpirdebi shenc aucileblad gagacnob
30.01.2017 - 00:37
sweet1 (28)
Gamacanit is adamiani vinc dawera!
#1, 30.01.2017 - 00:27
shentan ertad mec didi siamovnebit gavicnobdi :)
30.01.2017 - 00:29
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.